ამერიკულ იუმორზე დიდი გავლენისათვის, ადამ სენდლერი „მარკ ტვენის პრიზს“ მიიღებს

სენდლერი SNL-ის შემოქმედებითი შემადგენლობის მეშვიდე წევრია, რომელიც ამ პრიზის მფლობელი იქნება.

მსახიობი ადამ სენდლერი „მარკ ტვენის პრიზს“ მიიღებს. მსახიობს აღნიშნული ჯილდო ამერიკულ იუმორზე დიდი გავლენის აღსანიშნავად გადაეცემა. დაჯილდოების ცერემონია 2023 წლის 19 მარტს ვაშინგტონში, Сennedy Center-ის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. 1991-დან 1995 წლამდე ადამ სენდლერი ტელეარხ NBC-ის ცნობილი კომედიური სატელევიზიო პროექტის – Saturday Night Live-ის გუნდის წევრი იყო. „მარკ ტვენის პრიზი“ სხვადასხვა დროს, NBC’s Saturday Night Live-ის სხვადასხვა წევრებსაც გადაეცათ. მათ შორის ვხვდებით ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ბილ კრისტალი, თინა ფეი, უილ ფერელი, ედი მერფი, ბილ მიურეი.

„სამ ათწლეულზე მეტია, რაც ადამ სენდლერი ფილმებით, მუსიკალური ნომრებითა და SNL-ის სკეტჩებით, მაყურებლის აუდიტორიას ართობს. ამ დროის განმავლობაში, სენდლერმა შექმნა პერსონაჟები, რომლებიც გვაცინებენ, გვატირებენ და ზოგჯერ ორივე ერთად – სიცილისაგან გვატირებენ.“ – აღნიშნა ვაშინგტონის „კენედის ცენტრის“ პრეზიდენტმა დებორა რატერმა. 

ადამ სენდლერის შემოქმედებითი კარიერა 30 წელზე მეტს ითვლის. სენდლერმა დიდ წარმატებას მიაღწია, როგორც კომედიანტმა, მსახიობმა, მწერალმა, პროდიუსერმა და მუსიკოსმა. მისი ფილმოგრაფია აერთიანებს არაერთ ისეთ  ცნობილ კინოსურათს, რომლებიც გლობალური კინოგაქირავების ლიდერი გახდა და 3 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის სენდლერს მიღებული აქვს  People’s Choice Awards-ის ცხრა, MTV Movie Awards-ის ხუთი და Kids Choice Awards-ის ათი ჯილდო. სხვადასხვა დროს, მსახიობმა ასევე დაიმსახურა Golden Globe-ის,  Emmy-ის და Grammy-ის დაჯილდოებების არაერთი ნომინაცია. 

სენდლერმა თავისი ადგილი Billboard-ის ჩარტებშიც დაიმკვიდრა. კომედიური ალბომები, They’re All Gonna Laugh at You! და What the Hell Happened to Me? ერთი წლის განმავლობაში  Billboard 200-ის ჩარტებში მოხვდა. 

რაც შეეხება თავად დაჯილდოების ჩატარების ადგილს, John F. Kennedy Center ვაშინგტონში მდებარე ერთ-ერთი მთავარი სახელოვნებო სივრცეა, სადაც ყოველწლიურად ორი ათასამდე წარმოდგენა იმართება და დაახლოებით ორ მილიონამდე მაყურებელი ესწრება.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Pink და უილოუ ჰარტი Super Bowl LII Pregame-ს შოუზე, 2018 წლის 4 თებერვალი. ფოტო: კევინ მაზური

P!nk-ის თერთმეტი წლის ქალიშვილმა სიმღერის  შესრულების დროს  შესანიშნავი ვოკალური მონაცემები გამოავლინა

შემდეგი სტატია

Stray Kids — სამხრეთ კორეული ბენდი, 2022 წლის 13 ივლისი. ფოტო: სამ კიმი

Billboard-ის 2022 წლის საუკეთესო ფოტოები

შეიძლება დაგაინტერესოთ

კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი