Screen Sounds – მუნჯი კინო ცოცხალი მუსიკალური იმპროვიზაციით

20 სექტემბერს „ჰარაკში“ Screen Sounds-ის ჩვენება გაიმართება.
SCREEN SOUNDS
SCREEN SOUNDS

თანამედროვე ხელოვნების სცენაზე ახალი მულტიდისციპლინარული პლატფორმა Screen Sounds გამოჩნდა, რომელიც კინოსა და მუსიკალურ ექსპერიმენტებს ერთ შემოქმედებით სივრცეში აერთიანებს. პროექტის მთავარი იდეა მუნჯი კინოსა და ანიმაციის გაცოცხლებაა, სადაც ეკრანზე მიმდინარე გამოსახულება ცოცხალ მუსიკალურ იმპროვიზაციასთან ერთად უნიკალურ აუდიოვიზუალურ გამოცდილებად გარდაიქმნება.

პროგრამა ახალი მუსიკალური ინტერპრეტაციით აერთიანებს სპეციალურად Screen Sounds-ისთვის შექმნილ მუნჯ ფილმებსა და ანიმაციებს, ასევე უკვე არსებულ ნამუშევრებს.   

პროექტის მთავარი ხიბლი მისი განუმეორებლობაა – ყოველი ჩვენება ერთჯერადი და ექსკლუზიურია. ფილმებს ტრადიციული საუნდტრეკის ნაცვლად ცოცხალი მუსიკა ახლავს. თითოეული ჩვენების დროს მოწვეული მუსიკოსები ეკრანზე განვითარებულ ამბავს ექსპერიმენტული იმპროვიზაციით გვიყვებიან. ცოცხალი აკომპანემენტი ფილმს ყოველ ჯერზე განსხვავებულ რიტმს, დინამიკასა და ატმოსფეროს სძენს.

სწორედ ცოცხალი შესრულება განსაზღვრავს პროექტის ერთ-ერთ მთავარ თავისებურებას, სადაც არც ერთი ჩვენება ერთმანეთს არ ჰგავს. შესაბამისად, ერთი და იგივე ფილმი სხვადასხვა ჩვენებაზე სრულიად განსხვავებულ გამოცდილებად შეიძლება იქცეს.

პლატფორმა რეჟისორებს, ვიზუალურ ხელოვანებსა და მუსიკოსებს საერთო შემოქმედებითი ექსპერიმენტისთვის აერთიანებს, სადაც გამოსახულება და ხმა წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოებს სცდება და იმპროვიზაციას ეფუძნება.

პროექტი თეატრ „ჰარაკთან“ თანამშრომლობით ხორციელდება, რომლის სივრცეშიც Screen Sounds-ის ჩვენებები პერიოდულად გაიმართება.

20 სექტემბერს, 20:00 საათზე, თეატრ „ჰარაკში“ Screen Sounds-ის მორიგი ჩვენება გაიმართება. პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ოთხი ნამუშევარი: ნატო ბაგრატიონისა და სოფო კობიძის SCHULTZ AND YASHIN SPRING ADVENTURE და MARCH MEETS APRIL, ნანუკა კუტიბაშვილის JAVAKHETI და თათა მანაგაძის მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი LIGHTS, HAZE. ფილმების ექსპერიმენტულ მუსიკალურ გახმოვანებას ცოცხლად, ჩვენების მიმდინარეობისას, VAZHMARR, ანუკა ყიფშიძე და თაზო მეიფარიანი შეასრულებენ.

Screen Sounds ცოცხალი შემოქმედებითი პროცესია, სადაც მუნჯი კინო თანამედროვე ხელოვნების აქტუალურ ენად გარდაიქმნება, ეკრანზე მიმდინარე გამოსახულება კი ცოცხალ მუსიკალურ იმპროვიზაციასთან ერთად ერთგვარ დიალოგს ქმნის, ეს არის პროექტი, სადაც კინო, მუსიკა და ექსპერიმენტული ხელოვნება ერთ მთლიან სივრცეს ქმნის. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Biletebi.ge-ის პლატფორმაზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია

ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია – სამდისკიანი ალბომი ეროვნულ მუსიკალურ მემკვიდრეობას აცოცხლებს

შემდეგი სტატია

„თუ ასე ტურფა იყავი“ – Vinda Folio-მ ცნობილი ქართული სიმღერის ალტერნატიული ქავერ-ვერსია გამოუშვა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი