ზენდაია სერიალ Euphoria-ს მესამე სეზონზე და მის პერსონაჟზე  საუბრობს

სერიალ Euphoria-ში ზენდაია, სიდნეი სვინი, ჰანტერ შაფერი და მაუდ აპატოუ პერსონაჟებს განიხილავენ.
ზენდაია Paramount თეატრში, 2022 წლის 18 დეკემბერი, ლოს_ანჯელესი, კალიფორნია. ფოტო: ჯეფ კრავიცი - HBO-თვის
ზენდაია Paramount თეატრში, 2022 წლის 18 დეკემბერი, ლოს_ანჯელესი, კალიფორნია. ფოტო: ჯეფ კრავიცი – HBO-თვის

კვირას, 18 დეკემბერს – სერიალ Euphoria-ს ჩვენებისას, ზენდაიამ, სიდნი სვინიმ, ჰანტერ შაფერმა და მაუდ აპატოუმ კითხვა-პასუხის რეჟიმში პერსონაჟები განიხილეს. ამ დღეს  Euphoria-ს მეორე სეზონის, მეხუთე ეპიზოდის –  Stand Still Like the Hummingbird-ს ჩვენებაც შედგა.

სერიალის რეჟისორმა სემ ლევინსონმა დაწერა, რომ ახალი სეზონი სრულად განსხვავებულია. ზენდაიას თქმით სერიალის განსხვავებული ვერსიის გადაღება გეგმაში ყოველთვის არსებობდა.

„წინა სეზონს სევდიანი დასასრული ჰქონდა, ამიტომ ვფიქრობდით, რომ აქ არ უნდა გავჩერებულიყავით.“ – თქვა კითხვა-პასუხის დროს ზენდაიამ Paramount თეატრში შეკრებილ საზოგადოებასთან. „ვფიქრობ როგორც ყველას, ჩვენც გვჭირდებოდა ცოტაოდენი იმედი, ეს არის ის, რასაც მოუთმენლად ველოდით. ამ მძიმე, მტკივნეულ პერიოდში ყველას სჭირდებოდა ცოტაოდენი სიკეთე და სიხარული.“ – აღნიშნა ზენდაიამ.

მსახიობებმა სერიალის პერსონაჟები განიხილეს. Euporia-ში მთავარი მოქმედი გმირის რუს როლისთვის, ზენდაიამ მეორე ემი მიიღო. მსახიობებმა სამომავლო გეგმებზეც და სერიალის მესამე სეზონზეც  ისაუბრეს.

სიდნეი სვინის თქმით, მისი პერსონაჟი კასისთვის ოჯახია მნიშვნელოვანია, რადგან ის ყველგან, მის მეგობრებშიც და პარტნიორებშიც ოჯახურ ურთიერთობებს ეძებს. მოუდ აპატოუმ კი ლექსის პერსონაჟზე გაამახვილა ყურადღება და თქვა რომ პერსონაჟს თავისუფლება სწყურია. სურს გათავისუფლდეს საკუთარი თავისგან, უარყოფით აზრებისგან და საკუთარ თავზე ნეგატიური აღქმისგან. „როდესაც ამ ყველაფერს აცნობიერებ, შენი თავის სრულ პოტენციალზე ფიქრობ და საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში აღარ მოდიხარ.“

ზენდაიამ აღნიშნა, რომ რუს პერსონაჟი ცდილობს ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ გმირი ცხოვრებისეულ პრობლემებში იძირება, ცდილობს თავი წყლის ზედაპირზე დაიჭიროს და იცოცხლოს.“

„ძალიან მიხარია, როცა ვინმე მოდის და რუს პერსონაჟზე მესაუბრება. ადამიანებისგან უამრავ წერილს ვიღებ და მადლიერი ვარ ამ გამოცდილებისთვის. Euphoria-მ უდიდესი საჩუქარი მომიტანა, რომელიც მიზანს და მიმართულებას მაძლევს. პერსონაჟს გარკვეული პრობლემების გადალახვა უწევს, თუმცა საბოლოოდ ჩვენ დანიშნულების ადგილზე მაინც მივალთ.“ – აღნიშნა ზენდაიამ Paramount თეატრში შეკრებილ საზოგადოებასთან.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გვენ სტეფანის თქმით, No Doubt-ის აღდგენა შესაძლებელია: „ყველაფერი შეიძლება მოხდეს.”

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა სადღესასწაულო წვეულებაზე ერთად იმღერეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი