თავდაპირველი შემადგენლობით გაერთიანებულმა ჯგუფმა Blink-182-მა გაამხილა, რომ ახალი ალბომი სულ მალე გამოვა. ბენდის გიტარისტისა და ვოკალისტის, ტომ დელონის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, ახალი ალბომი რამდენიმე თვეში გამოიცემა. დელონმა Blink-182 ორჯერ დატოვა. რამდენიმე თვის წინ კი, მისი დაბრუნების შესახებ ჯგუფმა ოფიციალურად განაცხადა.
ალბომის ანონსის პოსტის ფოტოდ დელონმა Blink-182-ის ცოცხალი შესრულების ამსახველ ფოტო აირჩია. ჯგუფს დისკის გამოცემის ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოუცხადებია. დაანონსებული ალბომის დასახელებაც ჯერჯერობით უცნობია.
დისკის გამოცემის შესახებ ფანებს Blink-182-ის კიდევ ერთმა წევრმა, ტომ ჰოპუსმაც მიანიშნა. როგორც მუსიკოსმა აღნიშნა, 2011 წლის ალბომის, Neighborhoods-ის შემდეგ, ტრიოსგან ახალ ერთობლივ ნამუშევარს უნდა ველოდოთ.
პოსტების სერიას Blink-182-ის დრამერი, ტრევის ბარკერიც შეუერთდა. Მან ინსტაგრამზე დრამის სოლო პარტიის შესრულების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.
დაანონსებული ალბომიდან Blink-182-მა ერთი ახალი სიმღერა, სახელწოდებით Edging უკვე გამოაქვეყნა. Სიმღერა Billboard‘s Alternative Airplay ჩარტის ლიდერ პოზიციაზე მოხვდა. გარდა ალბომზე მუშაობისა, ტრიო მალე მსოფლიო ტურნეს იწყებს. ტურნეს ფარგლებში, პირველი კონცერტი 11 მარტს, მექსიკის ქალაქ ტიხუანაში გაიმართება. მუსიკალური კოლექტივი მსმენელის წინაშე Imperial GNP ფესტივალზე წარდგება. დაგეგმილი კონცერტების სერია 2024 წელსაც გაგრძელდება. Blink-182-სათვის ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ტურნე იქნება.
ნახეთ ბენდის წევრების მიერ სოციალურ ქსელებში ატვირთული ვიდეოები: