Coldplay ლტოლვილთა დასახმარებლად ფანებს  საქველმოქმედო პოპ-აპ მაღაზიაში იწვევს

ყოველი ნივთი, რომელსაც მაღაზიაში შეიძენენ, პირდაპირ იმ ადამიანებთან გაიგზავნება, ვისაც ეს დახმარება ძალიან სჭირდება.

Coldplay-მ თავის ფანებს მოუწოდა, რომ ლონდონში მდებარე ერთ-ერთ Პოპ-აპ მაღაზიას ესტუმრონ და საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდნენ. Choose Love – არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გახსნილი მაღაზია და პროექტია. წელს მას მხარს სწორედ Coldplay უჭერს. მუსიკალურმა კოლექტივმა ფანებს მიმართა, რომ მაღაზიის ფიზიკურ სივრცეში, ან მის ოფიციალურ ვებ გვერდზე, ლტოლვილებისათვის საჭირო ნივთები შეიძინონ. 

„თქვენ შეგიძლიათ ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის შეიძინოთ ისეთი აუცილებელი ნივთები, როგორებიც არის: თბილი მოსაცმელები, ცხელი საკვები, ან გათბობისათვის საჭირო საწვავი“ – ვკითხულობთ Coldplay-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.

ვიდეოში ჩანს მაღაზიაში შესვლის მსურველთა გრძელი რიგი. ამასთან ერთად, ვხედავთ დახლებზე წარმოდგენილ ნივთებსაც. როგორც პრომო ვიდეოდან ირკვევა, ყოველი ნივთი, რომელსაც  მაღაზიაში შეიძენენ, პირდაპირ იმ ადამიანებთან გაიგზავნება, ვისაც ეს დახმარება ძალიან სჭირდება. 

რაც შეეხება ჯგუფის მუსიკალურ მოღვაწეობას, მომავალ წელს Coldplay-ს ევროპის ტურნე აქვს დაგეგმილი. კონცერტები 2023 წლის გაზაფხულზე დაიწება და ზაფხულის მიწურულს დასრულდება. 

ნახეთ საქველმოქმედო მაღაზიის მხარდასაჭერი ვიდეო, რომელიც Coldplay-მ საკუთარ ტვიტერსა და ინსტაგრამზე გამოაქვეყნა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ვიქტორია ბექჰემი კატარის ეროვნული მუზეუმის გახსნის ცერემონიაზე. დოჰა, 2019 წლის 27 მარტი. ფოტო: კარიმ ჯაფარი

ვიქტორია ბექჰემი საშობაო  ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის თოვლის კაცის ფორმაშია გამომწყობილი

შემდეგი სტატია

Blink-182-ის წევრის ტომ დელონის თქმით, ჯგუფის ახალი ალბომი სულ მალე გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი