ბარაკ ობამა 2022 წლის საყვარელი სიმღერების სიას აზიარებს.
„ყოველთვის მიხარია წლის ბოლოს ჩემი საყვარელი სიმღერების თქვენთვის გაზიარება. წელს ბევრი შესანიშნავი სიმღერა მოვისმინეთ. გთავაზობთ ჩემს ფავორიტებს” – დაწერა ობამამ ტვიტერზე.
ობამას რჩეული 25 სიმღერიდან 13 მათგანის შემსრულებელი 2023 წლის „გრემიზეა” წარდგენილი. ჟანრები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ყოფილი პრეზიდენტის ფავორიტ სიმღერებში მოხვდნენ კენდრიკ ლამარის The Heart Part 5, Bad Bunny-ს Titi Me Pregunto, ბიონსეს Break My Soul, ლიზოს About Damn Time და სხვები.
ერთადერთი შემსრულებელი, რომელიც ობამას საყვარელი სიმღერების სიაში შარშანაც მოხვდა და წელსაც, ლიზოა – სიმღერით Rumors.
Ნახეთ აშშ-ს 44-ე პრეზიდენტის 2022 წლის საყვარელი სიმღერების სია:
I always enjoy sharing my end of year music playlist with all of you — and this year we heard a lot of great songs. Here are some of my favorites.
— Barack Obama (@BarackObama) December 23, 2022
Are there any songs or artists I should check out? pic.twitter.com/qkwm4UOzMD