ჰილარი დაფის სახალისო საშობაო ბარათი

ფოტოზე დაფი და მისი მეუღლე ბავშვების მიერ მძევლად არიან აყვანილი.
ჰილარი დაფი და მეთიუ კომა
Michael Kovac/GI for Adopt Together

ჰილარი დაფს სამი შვილი ჰყავს, რომელთაგანაც ყველაზე უფროსი 10 წლისაა. ასე რომ, მათი შობა მშვიდად ნამდვილად ვერ ჩაივლის. 35 წლის მსახიობი და მომღერალი ინსტაგრამზე ოჯახის სახალისო საშობაო ბარათს აზიარებს.

ფოტოზე „მძევლად აყვანილი” დაფი და მისი მუსიკოსი მეუღლე ერთმანეთთან ზურგით სხედან. ისინი საახალწლო განათებით არიან დაბმული, რომელიც დაფის 10 წლის ვაჟს უჭირავს. მშობლებს პირები აკრული აქვთ და ერთმანეთს შეშინებული უყურებენ. იატაკზე კი წყვილის ორი ქალიშვილის ზის, რომლებიც ნამცხვარს მიირთმევენ. 

ბარათს აწერია: გილოცავთ დღესასწაულებს. 

საშობაო ბარათის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე მსახიობმა და მომღერალმა სოციალურ ქსელში მეუღლეს, მეთიუ კომას ქორწინების 3 წლის იუბილე მიულოცა. დაფი წერდა: „არ ვიცი, იცოდი, თუ არა,  რაში ყოფდი თავს ან ის, რომ შემდეგი 5-10 წელი ვერ დაიძინებდი და ვერ დაისვენებდი. თუმცა მგონია, რომ ასეთი ცხოვრებით მაინც კმაყოფილი ხარ. ჩვენი ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია და მე მადლიერი ვარ იმ ადამიანისთვის, რომელთან ერთადაც ყველა სიგიჟის ჩადენა შემიძლია.”

ნახეთ ჰილარი დაფის საოჯახო საშობაო ბარათი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბარაკ ობამა 2022 წლის საყვარელ სიმღერებს აზიარებს

შემდეგი სტატია

ბილი აილიშმა 21-ე დაბადების დღე მეგობარ ბიჭთან და ჯასტინ და ჰეილი ბიბერებთან ერთად აღნიშნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი