ფიბი ბრიჯერსმა მამის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში განაცხადა

„მშვიდად განისვენე, მამა“ – ბრიჯერსმა წარწერა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოს დაურთო.

მომღერალმა ფიბი ბრიჯერსმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით, საზოგადოებას მამის გარდაცვალების შესახებ აუწყა. 

„მშვიდად განისვენე, მამა“ – ბრიჯერსმა წარწერა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ძველ ფოტოს დაურთო. ფოტოში მომღერალი მამასთან ერთად არის გადაღებული. ვარსკვლავს მშობლის გარდაცვალების მიზეზი არ დაუკონკრეტებია. 

ფიბი ბრიჯერსს მამასთან რთულ ურთიერთობაზე არაერთხელ უსაუბრია. 2019 წელს, ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში ბრიჯერსმა ახსენა, რომ მამამისს ნარკოტიკებზე დამოკიდებულების  პრობლემა ჰქონდა. სემ სანდერსთან ინტერვიუს დროს კი აღნიშნა, რომ მისი ურთიერთობა დედ-მამასთან საკმაოდ უცნაური იყო. თუმცა ფიბი ბრიჯერსის თქმით, ასაკის მატებასთან ერთად, იგი მშობლების  მიმართ მეტად გულისხმიერი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ფიბი ბრიჯერსი მშობლებთან ურთიერთობის თემას ასევე ეხება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერაში, სახელწოდებით – Kyoto. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლენი კრავიცი 2022 წლის 2 მაისს, Met Gala-ზე. ნიუ-იორკი. ფოტო ჯეიმი მაკკარტი.

ლენი კრავიცი 2023 წლის დადგომას, სანაპიროზე გადაღებული  ფოტოთი აღნიშნავს

შემდეგი სტატია

ენი ლენოქსი სიმღერის – Sweet Dreams (Are Made of This)  40 წლის იუბილეს აღნიშნავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი