კორტნი ლავის თქმით, ბრედ პიტმა ის გაწირა

„არ მომწონს, როგორც მართავს ბიზნესს და როგორც იყენებს ძალაუფლებას. Fight Club-ის გადაღებების დროს, ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა“. – კორტნი ლავი მსახიობ ბრედ პიტზე.
კორტნი ლავი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, 2019 წლის 6 თებერვალი. - ფოტო: ნიკოლას ჰანტი.
კორტნი ლავი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, 2019 წლის 6 თებერვალი. – ფოტო: ნიკოლას ჰანტი.

კორტნი ლავი – მარკ მარონთან, WTF პოდკასტში, ერთ-ერთ კომენტარს განმარტავს. ინტერვიუში არტისტის თქმით,  Fight Club-ის ვარსკვლავმა ბრედ პიტმა, ის მარლა სინგერის როლიდან მას შემდეგ მოხსნა, რაც კურტ კობეინის შესახებ გადასაღებ ფილმზე  ბრედ პიტს როლზე უარი უთხრა და ურთიერთობა დაეძაბა.

კორტნი ლავმა ინსტაგრამზე დაწერა: “ეს იყო ამბავი, რომლის მოყოლასაც არასდროს ვაპირებდი, თუმცა ბრედ პიტმა ამ ნაბიჯის გადადგმა მაიძულა. არ მომწონს, როგორც მართავს ბიზნესს და როგორც იყენებს ძალაუფლებას. Fight Club-ის გადაღებების დროს, ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა.“.

„ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ოცდაორი წლის წინ ფილმში როლი დავკარგე. საქმე ის არის, რომ  ბრედ პიტი, კურტ კობეინის გამო მედავება. ამ ისტორიაში შეიძლება, ვიღაცამ იკითხოს, ამდენი წლის შემდეგ, ეს ამბავი ისევ რატომ ამოტივტივდა. პირველ რიგში, იმიტომ რომ აღარ ვარ ნაწყენი. წყენა კი, იგივე შხამის დალევაა, როდესაც გგონია, რომ სხვას აყენებ ზიანს. სინამდვილეში კი, შენ ზიანდები. ძალიან დიდი ხანი ვიყავი გაბრაზებული. გარდა ამისა, გავიგე, რომ ბრედ პიტიც იგივე „დემონებს“ ებრძოდა. შესაძლოა ამდენი ხნის შემდეგ, ჩვენ ორივემ მსოფლმხედველობა შევიცვალეთ“.

მას შემდეგ, რაც ბრედ პიტმა კურტ კობეინის ფილმში მონაწილეობაზე უარი მიიღო, კორტნი ლავს ფილმის პროდიუსერობა შესთავაზა.
„თუ ის ჩემზე კვლავ გაბრაზებულია, ეს მისი პრობლემაა. ძალიან მომწონს იგი, როგორც მსახიობი, მაგრამ პროდიუსერის რანგში ნამდვილად არ მომეწონებოდა.“ – აღნიშნა კორტნი ლავმა.

კორტნი ლავი Nirvana-ს სოლისტ კურტ კობეინზე 1992 წელს დაქორწინდა, 1994 წელს კი, კურტ კობეინი ოცდაშვიდი წლის ასაკში გარდაიცვალა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰეილი ბიბერს მაისურზე „ნეპო ბავშვი” აწერია

შემდეგი სტატია

რომელი ქართული კომპოზიციები დავამატოთ 2023 წლის „ფლეილისტში”?

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი
JAY-Z და რიკ რუბინი ფილმში JAŸ-Z 8-ში YouTube/HBO

Jay-Z-ის მუსიკალურ კარიერაზე, ცხოვრებასა და შემოქმედებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორიც რიკ რუბინია, მალე გამოვა – ნახეთ ტრეილერი

რვანაწილიანი დოკუმენტური სერიალის, JAŸ-Z in 8-ის დებიუტი შემოდგომაზე იგეგმება.
მეტი