პერის ჰილტონი ბრიტნი სპირსთან ერთად გადაღებული ფოტოს შესახებ გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიებს გამოეხმაურა

ჰილტონმა გაჟღერებულ მოსაზრებებს „აბსურდული” უწოდა.

7 იანვარს პერის ჰილტონმა ინსტაგრამზე მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოში ჰილტონი ბრიტნი სპირსთან ერთად პოზირებს. აღნიშნულმა კადრმა კონსპირაციული თეორიები გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა კომენტარებში დაწერეს, რომ ფოტოზე რეალური ბრიტნი არ არის აღბეჭდილი და ეს პროგრამული მანიპულაციით შექმნილი გამოსახულებაა. Პოსტს პერის ჰილტონის მისამართით ბრალდებებიც მოჰყვა. რამდენიმე კომენტარის ავტორი ვარაუდობდა, რომ ჰილტონი ბრიტნი სპირსის გაუჩინარების შესახებ ისტორიას ნიღბავს.

გავრცელებულ თეორიებს საბოლოოდ თავად პოსტის ავტორიც გამოეხმაურა:

მათ საპასუხოდ, ვისაც კითხვები გაუჩნდა. ფოტოები iPhone-ით არის გადაღებული, ამიტომაც გამოსახულება ბუნდოვანი გამოვიდა. სურათები დამუშავებულია აპლიკაციით, სახელწოდებით Remini. Მან ე.წ. ბლარის ეფექტი გააქრო, თუმცა გამოსახულების სტრუქტურაზე აისახა“ – აღნიშნა ჰილტონმა – „არ მინდოდა გამოხმაურება, თუმცა ზოგიერთი კონსპირაციული თეორია უბრალოდ აბსურდულია

Ნახეთ წვეულების ფოტოები, რომლებიც პერის ჰილტონმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რომელი ქართული კომპოზიციები დავამატოთ 2023 წლის „ფლეილისტში”?

შემდეგი სტატია

Tracks That Should’ve Been Written By Us – გიორგი გიგაშვილის, Janngo-ს და ნინი ნუცუბიძის კონცერტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი