ელვის პრესლის ერთადერთი ქალიშვილი, ლისა მარი პრესლი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

„მიმძიმს, რომ ასეთი ტრაგიკული ამბავი უნდა გაცნობოთ, ჩემმა მშვენიერმა ქალიშვილმა, ლისა მარიმ დაგვტოვა.“ – განაცხადა პრისცილა პრესლიმ.

ელვის პრესლის ქალიშვილი – ლისა მარი პრესლი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, პრესლი საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მიიყვანა.

მიმძიმს, რომ ასეთი ტრაგიკული ამბავი უნდა გაცნობოთ, ჩემმა მშვენიერმა  ქალიშვილმა, ლისა მარიმ დაგვტოვა. ის ყველაზე ძლიერი და მოსიყვარულე ქალი იყო, ვისაც ვიცნობდი“ – განაცხადა  პრისცილა პრესლიმ.

11 იანვარს პრესლი „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებას ესწრებოდა. ცერემონიაზე ოსტინ ბატლერი ელვის პრესლიზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში შესრულებული მთავრი როლისათვის დააჯილდოეს. 

როგორც დაჯილდოების შემდეგ ლისა მარი პრესლიმ აღნიშნა, ფილმმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – „ნამუშევარი იმდენად არაჩვეულებრივი, ზუსტი და ავთენტურია, რომ არც კი ვიცი, ჩემი დამოკიდებულება როგორ გადმოვცე“  –  თქვა პრესლიმ  Entertainment Tonight-თან საუბრისას.

პრესლის ოფიციალურ წარმომადგენელს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დეივ გროლი, Studio 666-ის პრემიერა, Foo Fighters-ის გამოსვლა. 2022 წლის 16 თებერვალი, ჰოლივუდი.

„ტეილორ ჰოკსინის გარეშე Foo Fighters – სხვა ჯგუფია, მაგრამ ის მაინც წინ მიიწევს“ – ნათქვამია ჯგუფის 2022 წლის ბოლო განცხადებაში

შემდეგი სტატია

Სელენა გომესმა 2023 წლის ოქროს გლობუსზე უმცროსი და წაიყვანა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი