ნიკ კარტერი ძმის, აარონ კარტერის ხსოვნას სიმღერას უძღვნის

Backstreet Boys-ის წევრმა სიმღერა უმცროსი ძმის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ გამოუშვა.
ნიკ კარტერი
Kevin Mazur/GI for iHeartRadio

Backstreet Boys-ის წევრმა ნიკ კარტერმა ძმას, აარონ კარტერს ემოციური სიმღერა მიუძღვნა. კომპოზიციას სახელწოდებით  Hurts to Love You კლიპიც მოჰყვება, რომელშიც ძმების ბავშვობის ვიდეოებია გამოყენებული. 

„ჩვენ ყველას გვყავს ცხოვრებაში ისეთი ადამიანები, რომლებიც, არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებენ და რამდენად მძიმეა ეს ჩვენთვის, მაინც გვიყვარს,” – დაწერა მომღერალმა ინსტაგრამზე. 

აარონ კარტერი, რომელიც ნივთიერებაზე დამოკიდებულებასა და ფსიქიკურ პრობლემებს ებრძოდა, 34 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. 

„მტკივნეულია შენი სიყვარული, მაგრამ მე მაინც მიყვარხარ/ მთელი გულით მენატრები და იცი, რომ ყოველთვის ასე იქნება,”  – ასეთია სიმღერის მისამღერი.

ძმის გარდაცვალების შემდეგ ნიკ კარტერმა აარონის ბავშვობის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა: „ჩემი გული დამსხვრეულია. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს ძმას რთული ურთიერთობა გვქონდა, ჩემი სიყვარული მის მიმართ არასდროს გახუნებულა. მე ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ოდესმე როგორღაც მოინდომებდა, ჯანმრთელ გზას დასდგომოდა და იპოვიდა დახმარების ხელს, რომელიც ასე სჭირდებოდა. ხანდახან გვინდა ხოლმე, რომ ჩვენს დანაკარგში ვინმე ან რამე დავადანაშაულოთ. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ნამდვილი დამნაშავე აქ დამოკიდებულება და ფსიქიკური ავადმყოფობაა.”

ნახეთ ნიკ კარტერის ვიდეო

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Სელენა გომესმა 2023 წლის ოქროს გლობუსზე უმცროსი და წაიყვანა

შემდეგი სტატია

რინგო სტარი და მისი All Starr ბენდი 2023 წლის საგაზაფხულო ტურნეს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი