ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა

მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ვახტანგ კიკაბიძემ მუსიკალური კარიერა 1959 წელს დაიწყო. 1967 წლიდან კი, ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას” სოლისტი გახდა. გამოცემული აქვს ათობით სინგლი და ალბომი.

Საესტრადო კარიერის გარდა, მას არაერთ ქართულ ფილმში აქვს ნათამაშები. Მათ შორის „ვერის უბნის მელოდიები”, „შეხვედრა მთაში”, „მიმინო”, „არ დაიდარდო”.

ბუბა კიკაბიძე იყო ვახტანგ გორგასლის III ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი. 1999 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქეობა. 2006 წელს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. 

„ბილბორდ საქართველო“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებსა და თაყვანისმცემლებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

RIHA-ს მესამე ალბომი – Amaghleba Street

შემდეგი სტატია

SZA-მ სიმღერაზე Kill Bill გადაღებული კლიპი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი