ნიკ ქეივი ბლოგ – The Red Hand Files-ზე წერს, რომ 2023 წელს ბენდთან Bad Seeds-თან ერთად ახალი ალბომის ჩაწერას გეგმავს.
ნიკ ქეივი თაყვანისმცემლების კითხვებს პასუხს სცემს: “წლევანდელი გეგმა, Bad Seeds-თან ერთად ახალი ალბომის ჩაწერაა. ეს როგორც კარგი, ასევე ცუდი ახალი ამბავია. კარგი ამბავია იმიტომ რომ, ალბათ ბენდ Bad Seeds-თან ალბომის ჩაწერა ყველას სურვილია, ცუდი კი ის არის რომ წყეული სიმღერების დაწერა მომიწევს.”
მომავალი ალბომი 2019 წლის ჩანაწერის Ghosteen-ის ერთგვარი გაგრძელება იქნება. ეს ალბომი მუსიკოსმა 2015 წელს, ვაჟის არტურის გარდაცვალების შემდეგ შექმნა.
ნიკ ქეივმა ალბომზე მუშაობა პირველ იანვარს დაიწყო და ექვსი იანვრისთვის უკვე რამდენიმე სიმღერის მონახაზი შექმნილი ჰქონდა. “დავწერე რამდენიმე სიმღერა, თუმცა ვფიქრობ, დასახვეწია ან შეიძლება არც არის… არ ვიცი, ძნელია ამის თქმა. დეპრესიული პერიოდი მაქვს, ნაცნობი უკმარისობის განცდაა, თითქოს დიდი, სულელი ცარიელი ნივთი ვიყო კოსტიუმში გამოწყობილი.”
კრეატიულობა კი სადღაც სიღრმეში არის ჩამალული ამბობს მუსიკოსი. “მე უნდა მოვუხმო მას, გამოვაღვიძო, ძილ-ბურანიდან გამოვიყვანო. თავში სიმღერის ხმები ჩამესმის, რომელიც სინამდვილეში სიგიჟის და სევდის რიტმებით არის სავსე.”
ნიკ ქეივმა ცოტა ხნის წინ ავსტრალიის ტურნე დაასრულა, რომელიც Bad Seed-თან Dirty Trio-თან თანამშრომლობით შედგა.
Nick Cave in fine form tonight. pic.twitter.com/NizkDmuZBd
— Lars Brandle (@larsbrandle) December 9, 2022