ბრიტნი სპირსის ზოგიერთი ფანი დარწმუნებულია, რომ მომღერლის ფოტოზე, რომელიც პერის ჰილტონმა ატვირთა, რაღაც რიგზე არ არის. ჰილტონი ჭორებს კომენტარში გამოეხმაურა და მათ სასაცილო უწოდა.
Პერის ჰილტონმა ქეიდ ჰადსონის დაბადების დღიდან გამომწერებს რამდენიმე ფოტო გაუზიარა. ერთ-ერთ მათგანზე დიდი ხნის მეგობრები სპირსი და ჰილტონი იუბილართან ერთად პოზირებენ.
კომენტარებში ბრიტნის ფანები წერენ: „ეს არ არის ბრიტნი”, „ძალიან უცნაურია, მისი ყელსაბამის ერთი ნახევარი გამქრალია. მის თითებს რაღა სჭირს?” იყო ასეთი კომენტარიც: „ეს ხელოვნური ინტელექტის ბრიტნია? Შეხედეთ მის თითებს!!! ეს რა ჯანდაბაა, პერის? სულ უფრო და უფრო საეჭვო ხდები. არადა მიყვარდი. როგორ მონაწილეობ იქ, სადაც საქმე ბრიტნის ეხება?”
„ყველას, ვისაც აინტერესებს: ზოგი ფოტო გადაღებულია აიფონით, ამიტომ ისინი ბუნდოვანი გამოვიდა. ამის გამო გამოვიყენეთ აპლიკაცია Remini, რომ ეს ბუნდოვანება მოგვეშორებინა. ამ დროს კი ხელოვნური ინტელექტი ხანდახან ფოტოს ამრუდებს,” – დაწერა ჰილტონმა პოსტის კომენტარში. „პასუხის ღირსადაც კი არ მინდა ჩავთვალო ეს ყველაფერი, მაგრამ ეს შეთქმულების თეორიები ძალიან სასაცილოა.”
ნახეთ პერის ჰილტონის ფოტოები დაბადების დღიდან.