27 იანვარს Amazon-ის სტრიმინგ სერვის Prime Video-ზე ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით, ახალი კომედიის, სახელწოდებით Shotgun Wedding პრემიერა შედგება. ფილმის შესახებ ლოპესმა E! News-თან ისაუბრა.
ინტერვიუში ვარსკვლავმა გაამხილა, რომ Video Music Awards-ის 2003 წლის ცნობილ ცერემონიაზე, მუსიკალური შოუს ერთ-ერთი მონაწილე უნდა იყოფილიყო. Video Music Awards-ის ის ცერემონიაა, რომლის მსვლელობის დროსაც მადონამ და ბრიტნი სპირსმა ერთმანეთს აკოცეს. ეს მომენტი პოპ კულტურის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ პერფორმანსად მიიჩნევა. როგორც ლოპესმა განაცხადა, სცენაზე ის მადონასთან და ბრიტნი სპირსთან ერთად უნდა მდგარიყო. ვარსკვლავმა განმარტა მიზეზი, რის გამოც მან მონაწილეობაზე უარი თქვა და საბოლოოდ მის მაგივრად კრისტინა აგილერა მიიწვიეს.
„დიახ, ეს მართალია.“ – თქვა ჯენიფერ ლოპესმა – „მადონას ბრიტნისთან ერთად მის (მადონას) სახლში შევხვდი. თუმცა, შოუს დროს კანადაში ფილმის გადაღებები მქონდა და მონაწილეობას ვერ შევძლებდი.“
ამ თემაზე ლოპესმა მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც E! News-ის ინტერვიუერმა კარაოკეს საყვარელი სიმღერის გამხელა სთხოვა. ლოპესმა მადონას 1984 წლის ჰიტი – Like A Virgin დაასახელა.
„შოუში მონაწილეობა ვერ მივიღე, თუმცა დიახ, ამაზე საუბარი გვქონდა” – თქვა ჯენიფერ ლოპესმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მადონას დიდი ფანია.
ნახეთ ვიდეო, რომელშიც ჯენიფერ ლოპესი VMA-ს ცერემონიის შესახებ საუბრობს: