არიანა გრანდეს პასუხი კრიტიკაზე, თითქოს „იგი მომღერალი აღარ არის” 

პოპ-ვარსკვლავი ფილმ Wicked-ის გადაღებებით არის დაკავებული, სადაც გლინდას როლს ასრულებს.
არიანა გრანდე Billboard-ის მე-13 ყოველწლიურ Women In Music ღონისძიებაზე. 2018 წლის 6 დეკემბერი, ნიუ-იორკი. ფოტო:ანჯელა უეისი
არიანა გრანდე Billboard-ის მე-13 ყოველწლიურ Women In Music ღონისძიებაზე. 2018 წლის 6 დეკემბერი, ნიუ-იორკი. ფოტო:ანჯელა უეისი

არიანა გრანდემ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიღებულ კრიტიკას უპასუხა. არიანა ბროდვეის მიუზიკლის Wicked-ს ადაპტირებულ ფილმში მონაწილეობს. პოპ ვარსკვლავი  გლინდას პერსონაჟითაა დაკავებული და დროის დიდ ნაწილს მას უთმობს. ეს კი,  გულშემატკივრების განაწყენებას იწვევს. 

ზოგიერთი გულშემატკივრის თქმით, არიანა გრანდე ფილმებში მონაწილეობით იმდენად არის  დაკავებული,  რომ სიმღერისთვის დრო არ რჩება. 

თუმცა პარასკევს, მომღერალმა TikTok ვიდეო გააზიარა, სადაც  დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის.

ვიდეოში ვარდისფერ ნაქსოვ სვიტერში გამოწყობილი არიანა გრანდა სიმღერის “Somewhere Over the Rainbow”-ს აკაპელას საოცრად ასრულებს.

„მინდოდა რაღაც მემღერა თქვენთვის, რაც საკმაოდ ნაცნობია.” დაწერა ვიდეოს აღწერაში არიანა გრანდემ.

წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც 2021 წლის ნოემბერში გრანდემ ფილმში მონაწილეობა დააანონსა, სადაც გლინდას როლს  Wicked-ის ადაპტაციაში ითამაშებდა. 

მაისში არიანა გრანდემ თაყვანისმცემლებს ამცნო რომ ის ჯერჯერობით ახალ ალბომზე მუშაობას არ აპირებდა და მთელი მისი რესურსი ფილმის გადაღებებისკენ იქნებოდა მიმართული. „ჩემი ყოველი ნაწილი, წუთი, ყოველი გულისცემა, დრო, სულ ყველაფერი რაც შემიძლია ჩავრთო – ამ ფილმისკენ იქნება მიმართული. მთელ ჩემ დროს გლინდასთან ვატარებ” – თქვა პოპ-ვარსკვლავმა.

Ნახეთ არიანა გრანდეს TikTok  ვიდეო:

@arianagrande

wanted to sing you a little something but don’t want to sing anything that is not “Ozian” at the moment 🙂 keeping to my little bubble for now … done with lots of love.

♬ original sound – arianagrande

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესი პირადი ცხოვრებისა და კარიერის შეთავსებაზე საუბრობს: „ხანდახან ძალიან მიჭირს”

შემდეგი სტატია

Doja Cat პარიზის მოდის კვირეულზე სვაროვსკის თვლებით შექმნილი წითელი კოსტიუმით გამოჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი

დევიდ ბოლი, Soft Cell-ის თანადამფუძნებელი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

გლორია ჯონსის Tainted Love-ის ქავერის შესრულებით მულტიინსტრუმენტალისტმა მუსიკოსმა ვოკალისტ მარკ ალმონდთან ერთად საერთაშორისო ჰიტი შექმნა.
მეტი