მადონას დოკუმენტური ფილმი დროებით შეჩერებულია

ახალი ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც მადონამ მსოფლიო ტურნე დააანონსა.
მადონა
Ricardo Gomes

დოკუმენტური ფილმი მადონაზე, რომლის რეჟისორიც თავადაა, ამ ეტაპზე Universal Pictures-ში შეჩერებულია. 

მადონას წარმომადგენლებმა გაამხილეს, რომ სუპერვარსკვლავი ამჟამად მის ახლად დაანონსებულ მსოფლიო ტურნეზეა ფოკუსირებული, თუმცა ფილმის გამოშვებას რაღაც ეტაპზე მაინც გეგმავს. მასშტაბურ ტურნეს მომღერალი მისი ჰიტების 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად აწყობს. ტურნე 15 ივლისს დაიწყება და პირველ დეკემბერს დასრულდება. 

ფილმი, რომელიც პირველად 2020 წელს დაანონსდა, მადონას ცხოვრებასა და კარიერაზე უნდა ყოფილიყო. ამბობდნენ, რომ მადონას როლის შესრულება მსახიობ ჯულია გარნერს შესთავაზეს. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარნერს დიდი პროცესის გავლა მოუწია, რაც მოიცავდა ქორეოგრაფიულ გაკვეთილებს მადონას ქორეოგრაფთან და სიმღერისა და კითხვის კლასებს, რომელსაც თვითონ მადონა უძღვებოდა. ფილმი მომღერალს თავადვე უნდა გადაეღო.

„მიზეზი, რის გამოც ამას ვაკეთებ, ის არის, რომ ბევრი ადამიანია, ვინც ჩემზე ფილმების გადაღებას ცდილობს. მაგრამ ყოველთვის ყველა მათგანი კაცია” – თქვა მადონამ ჯიმი ფელონთან ღამის შოუში სტუმრობისას. ჟურნალ Variety-სთან საუბარში კი კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა დოკუმენტური ფილმის გადაღება, მომღერალმა ასე უპასუხა: „ექსტრაორდინარული ცხოვრება მქონდა და ექსტრაორდინარული ფილმი უნდა გადავიღო.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სემ სმითმა მხიარული ჟღერადობის ალბომი  Gloria გამოუშვა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტმა სიმღერაზე Lavender Haze გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ყველა შემთხვევა, როცა Nirvana კურტ კობეინის გარდაცვალების შემდეგ სცენაზე გაერთიანდა

ჯგუფის წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 30 იანვარს FireAid-ის საქველმოქმედო საღამოზე წარდგნენ.
მეტი

Aerosmith-ის გამოსამშვიდობებელი ტურნეს შემდეგ სტივენ ტაილერი სცენაზე დაბრუნდა

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ჯგუფის გაერთიანებაზე არ გამართლდა, ტაილერი სცენაზე რამდენიმე მეგობართან ერთად წარდგა.
მეტი
კრის მარტინი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე Crypto.com Arena-ს სცენაზე - 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო: ემი სუსმანი /Getty Images

კრის მარტინმა სიმღერა All My Love-ის შესრულებით გარდაცვლილ მუსიკოსებს პატივი მიაგო

გრემის ცერემონიალზე, In Memoriam-ის ნაწილში, პატივი მიაგეს იმ არტისტებს, ვინც გასულ წელს გარდაიცვალა. მათ შორის: ლაიამ პენი, ტობი კითსი და სემ მური
მეტი