2020 წელს რეჟისორ კეკო ჭელიძის და სცენარისტ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“ გამოვიდა, რომელიც – მუსიკოსს ლევან სვანიძის ცხოვრებაზეა გადაღებული.
2000-იანების დასაწყისში ჯგუფ „ამორალს“ სახელი შეეცვალა და „წერილი“ გახდა.
როკ ჯგუფ „ამორალის“ დებიუტი 1996 წელს, ფესტივალ „მარგარიტაზე“ შედგა. 1997 წელს ჯგუფმა ალბომი „უძირო გზა“ გამოუშვა, სადაც გოტიკური როკის ტრადიციები, ვოკალისტ გია თოიძის დამახასიათებელი ხმის ტემბრი და მუსიკოს ლევან სვანიძის საინტერესო ბას-პარტიები ერთობლიობაში გამორჩეულ ჟღერადობას ქმნიდა.
ნახეთ მუსიკოს გია თოიძის და მუსიკის ჟურნალისტის გია ხადურის პოსტი ლევან სვანიძის შესახებ: