ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი დევიდ ფინჩერის ახალ ფილმს, სახელწოდებით The Killer მუსიკალურად გააფორმებენ

რეზნორის და როსის დუეტს პირველი ოსკარი ფინჩერის ფილმის – The Social Network-ის საუნდტრეკისათვის გადაეცა.

ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი დევიდ ფინჩერთან კიდევ ერთხელ ითანამშრომლებენ. ოსკარის მფლობელი დუეტი რეჟისორის ახალი ნამუშევრისათვის ერთიანდება. The Killer – ასე ჰქვია ფინჩერის მძაფრსიუჟეტიან სურათს, რომელშიც რეზნორისა და როსის დაწერილი საუნდტრეკი გაჟღერდება. ფილმი Netflix-ზე 2023 წლის 10 ნოემბერს გამოვა. 

სიახლე Nine Inch Nails-ის ვებ გვერდზე  გამოქვეყნდა –  „ტრენტ რეზნორმა და ატიკუს როსმა რეჟისორ  დევიდ ფინჩერთან არაერთხელ ითანამშრომლეს “ – ვკითხულობთ განცხადებაში. – „მათ საუნდტრეკი ამჯერად ფინჩერის მომდევნო პროექტის  – The Killer-სათვის დაწერეს.“

არტისტების დუეტმა მუსიკალური კომპოზიცია  რეჟისორის არაერთი ცნობილი ფილმისათვის შექმნა. მათ შორის არის Gone Girl და The Girl With the Dragon Tattoo.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს რეზნორისა და როსის დუეტმა ანიმაციური ფილმის, Soul-ის საუნდტრეკისათვის ოსკარი მიიღო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონამ Wednesday-ს პოპულარული ცეკვის ტრენდს საკუთარი მოძრაობები შემატა 

შემდეგი სტატია

ახალგაზრდა მუსიკოსის და კომპოზიტორის, ნიკა თხელიძის ახალი EP – In the Arms of Morpheus

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი