ბიონსე „გრემის“ ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელია

ბიონსემ ჩამოიტოვა დირიჟორი სერ გეორგ შოლტი, რომელიც ამ დრომდე, დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე მეტ – 31 „გრემის“ ფლობდა.

„გრემის“ დაჯილდოების 65-ე ცერემონიაზე ბიონსემ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მან ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა. ეს იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, მომღერალი 32 გრემის ფლობს. ამ რაოდენობით, მან ჩამოიტოვა დირიჟორი სერ გეორგ შოლტი,  რომელიც ამ დრომდე, დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე მეტ –  31 „გრემის“ ფლობდა. 

ბიონსეს სიმღერისათვის – Break My Soul „გრემი“  საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ჩანაწერის კატეგორიაში გადასცეს. მან ასევე გაიმარჯვა საუკეთესო  R&B შესრულების და საუკეთესო  R&B  სიმღერის კატეგორიებში. მომღერლის ალბომი Renaissance  კი საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონულ ალბომად დასახელდა. 

ვარსკვლავი „გრემის“ დაჯილდოების ტრიუმფატორის სტატუსს უკვე მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს. 2010 წელს ბიონსე პირველი ქალი მუსიკოსი გახდა, რომელმაც ერთ ცერემონიაზე ექვსი „გრემი“ მიიღო. 2020 წელს კი ბიონსე ყველაზე მეტი „გრემის“ მფლობელ ქალ არტისტად იქცა.  

2023 წლის „გრემის“ მუსიკალური დაჯილდოების გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ აქ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„ხმისჩამწერმა აკადემიამ“ Nirvana-ს, ენ & ნენსი უილსონებს და სხვა მუსიკოსებს Special Merit Awards-ზე საპატიო ჯილდოები გადასცა

შემდეგი სტატია

„გრემის“ ცერემონიაზე მუსიკალური ნომრის შესრულებისას, ჰარი სტაილსი სცენაზე გამორჩეული იმიჯით წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი