ბარბარა სტრეიზანდის მემუარების My Name Is Barbra-ს გამოსვლის თარიღი ცნობილია

„ეს წიგნი ბარბარასავით გულწრფელი, მხიარული, აზრიანი და მომხიბვლელია“ – ნათქვამია აღწერაში.
ბარბარა სტრეიზანდი - 2018 წლის 10 ივნისი. ფოტო: ჯეისონ მერიტი.
ბარბარა სტრეიზანდი – 2018 წლის 10 ივნისი. ფოტო: ჯეისონ მერიტი.

მომღერალმა და მსახიობმა ბარბარა სტრეიზადმა სამშაბათს, შვიდ თებერვალს მისი მემუარების My Name Is Barbra-ს გამოსვლის თარიღი დააანონსა. მისი ნაშრომის შეძენა შვიდი ნოემბრიდან შეეძლებათ. 

ინფორმაცია ამის შესახებ ვარსკვლავის ინსტაგრამ გვერდიდან გავრცელდა.  ახალგაზრდა ბარბარას გლამურული შავ-თეთრი ფოტო რომელიც პოსტს თან ერთვის  შესაძლოა ავტობიოგრაფიული წიგნის  – My Name Is Barbra-ს მთავარი ყდაც აღმოჩნდეს.

ავტობიოგრაფიული წიგნს საგამომცემლო სახლი Penguin Random House  გამოსცემს, მისი წინასწარ შეძენა კი 45 დოლარად გამომცემლობის ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია.

„ბარბარა სტრეიზანდი ცოცხალი ლეგენდაა, წიგნში In My Name Is Barbra – ის მოგვითხრობს არტისტის ისტორიას, ცხოვრებაზე და  საოცარ კარიერაზე. ეს წიგნი ბარბარასავით გულწრფელი, მხიარული, აზრიანი და მომხიბვლელია“ – ნათქვამია  Penguin Random House-ის აღწერაში.

ავტობიოგრაფიული წიგნი მოგვითხრობს ბარბარას ადრეული კარიერის სიძნელეებს, წიგნში ასევე ნახსენები არიან ბარბარას ისეთი მეგობრები, როგორებიც მარლონ ბრანდო და მადლენ ოლბრაიტია.

ნახეთ ბარბარა სტრეიზანდის პოსტი მემუარების My Name Is Barbra-ს შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Pink Floyd-ის სიმღერების ტექსტების ავტორმა, პოლი სემსონმა როჯერ უოტერსს მიზოგინი, ანტისემიტი და პუტინის აპოლოგეტი უწოდა

შემდეგი სტატია

ახალ ანიმაციურ სერიალში მეთიუ მაკკონაჰი ელვის პრესლის ახმოვანებს: ნახეთ პირველი ტრეილერი

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი