თავის მეოცე დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე, ოლივია როდრიგომ ხმისჩამწერ სტუდიაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოში ახალგაზრდა არტისტი მიკროფონთან ერთად, შავი სათვალითა და ყურსასმენებით არის აღბეჭდილი.
„დღეს ბოლო დღეა, როცა თინეიჯერი ვარ“ – აღნიშნა როდრიგომ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოს აღწერაში. მომღერალმა თინეიჯერობის ასაკი მოიხსენია ტერმინით – Teenage Dirtbag, რომელიც ჯგუფ Wheatus-ის ჰიტის სახელწოდებაა. აღსანიშნავია, რომ Wheatus-მა Teenage Dirtbag 2000 წელს გამოუშვა, 2022 წელს კი სიმღერა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური, როცა TikTok-ის ტრენდად იქცა. ამ სიმღერაზე TikTok-ის მომხმარებლები თინეიჯერობის დროინდელ ფოტოებს ტვირთავენ.
20 თებერვალს ოლივია როდრიგო 20 წლის გახდა. იანვარში, არტისტის ჰიტად ქცეული სინგლის, Drivers License-ის გამოსვლიდან ორი წელი გავიდა. სიმღერის იუბილეზე მომღერალმა ახალი მუსიკალური ნამუშევრები დააანონსა.
ნახეთ ოლივია როდრიგოს პოსტი, რომელიც მან თავისი დაბადების დღის წინ გამოაქვეყნა: