FAKETIVISTS by SirJee – სერგი გვარჯალაძის ახალი პროექტი

„ეს არის მინიშნება იმაზე, რომ გარშემო ძალიან ბევრი ფეიკია.”

სერგი გვარჯალაძე, ფსევდონიმით SirJee, ახალ კომპოზიციას და ვიდეოკლიპს აზიარებს. სიმღერა Faketivists ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში გამოვიდა. მუსიკა ავტორის მიერ 2009 წელს ინდოეთში გაკეთებული საველე ჩანაწერებით არის აწყობილი. ვიდეოში კი ინდური საბრძოლო ხელოვნების – კალარიპაიატუს სცენებია წარმოდგენილი. თავად ფსევდონიმი SirJee-ც ინდოეთს უკავშირდება.

ინდოეთში რომ მეკითხებოდნენ სახელს, ვპასუხობდი სერჯი”. იქ კი ჯი” (Jee) ნიშნავს პატივისცემით მიმართვას. იგივეა, რაც ინგლისურ ენაში სერ” (Sir). Აქედან წამოვიდა SirJee და გახდა ამ პროექტის ფსევდონიმი იმიტომ, რომ ცოტა განსხვავებულია იმისგან, რასაც აქამდე ვაკეთებდი.

თვითონ სიმღერა არის რეაქცია იმაზე, რომ ჩვენ ცივილიზაციის იმ ზღვარზე ვართ, რომელიც მიდის იქამდე, რომ უკვე დიდად ვეღარ განვასხვავებთ, რა არის ყალბი და რა არის ნამდვილი. მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ამით არ დასრულდება და დაგვეხმარება ტექნოლოგიები, ახალი ტიპის კომუნიკაცია იმაში, რომ რაღაც დონეზე გასხივოსნება მოხდეს და გონზე მოვიდეთ, რას ვაკეთებთ, როგორ ვეპყრობით ერთმანეთს, თუნდაც ბუნებას როგორ ვეპყრობით. ეს მინიშნებაა იმაზე, რომ ძალიან ბევრი ფეიკია.  ურთიერთობაშიც ძალიან ბევრი ფეიკია, პოლიტიკაშიც და ეს სოციალური ქსელები ამის ზედაპირია. Რაც შეეხება ვიდეოს, მახსოვდა, რომ ეს კადრები მქონდა ინდოეთიდან და ამ პროექტის კონცეფციაშიც კარგად ჩაჯდა, რადგან ის მებრძოლებიც ფეიკტივისტები არიან. Ეს ბრძოლა თავიდან ბოლომდე დადგმულია, ფსევდო ბრძოლაა და ეს კავშირი დავინახე. Თან ასეთი რაღაც ვცადე: გადავწყვიტე, ერთ დღეში ამეწყო სიმღერა თავისი კლიპით და თავიდან ბოლომდე ყველაფრით. ექსპერიმენტი იყო. მაინტერესებდა, თუ იქნებოდა შესაძლებელი და გამოვიდა. Რეალურად ყველაფერი ერთ დღეში დავწერე და ჩავწერე.”

კომპოზიციაში არის ჰიპ-ჰოპის ნაწილიც, რომელსაც ამერიკელი რეპერი CRUZRWAYT ასრულებს. პროექტის ფარგლებში მარტის თვეში გამოვა EP-იც, რომელშიც კომპოზიციის ორიგინალ ვერსიასთან ერთად მისი 4 რემიქსი შევა. 

სიმღერის ჩაწერის შემდეგ მისი ეს ხმები, ცალ-ცალკე არხები ანუ სტემები გავუგზავნე რამდენიმე ქართველ არტისტს, ვინც მომწონს. Მათ გააკეთეს ამ კომპოზიციის თავიანთი ვერსიები. Აქედან ავარჩიეთ 4 ტრეკი, რომელიც ორიგინალ ვერსიასთან ერთად შევა EP-ში. ყველა ვერსიაში  ვოკალი და ღერძი ჩემია, დანარჩენი აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდათ, რომ თავიანთი ინტერპრეტაცია გაეკეთებინათ.”

Faketivists მულტიმედიური პროექტია. კომპოზიციასთან ერთად პროექტის ვებგვერდზე წარმოდგენილია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოებიც, რომლებიც სიმღერის ტექსტის ფრაზებზეა შექმნილი. 

„როგორც ვთქვი, მარტში გამოვა EP. ამას დაემატება კიდევ ერთი ვიდეო და ვისაც დააინტერესებს, ამ სტემებსაც ცალ-ცალკე გამოვაქვეყნებთ. Ამით, პრინციპში, ეს პროექტი დასრულდება. თუმცა საბოლოოდ ვებგვერდი დარჩება და იქნება მულტიმედია პროექტი.”

ნახეთ Faketivists-ის ვებგვერდი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2024 წლის „ოქროს გლობუსის” დაჯილდოების თარიღი ცნობილია

შემდეგი სტატია

მაილი საირუსის Flowers მეოთხე კვირაა Billboard-ის გლობალური ჩარტების ლიდერია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი