Pink-ი ახალ ალბომ Trustfall-ზე, კარიერულ ტრავმაზე და მუსიკალურ ინდუსტრიაზე საუბრობს

პოპ სუპერვარსკვლავი სტივენ კოლბერტს მუსიკაზე, ოჯახზე, გამბედაობაზე და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა.
Pink - 2022 20 ნოემბერს American Music Awards ესწრება. ფოტო: ტეილორ ჰილი.
Pink – 2022 20 ნოემბერს American Music Awards ესწრება. ფოტო: ტეილორ ჰილი.

Pink-ი  ახალი ალბომით Trustfall-ით დაბრუნდა, რომელიც ჩარტების მწვერვალებს მსოფლიო მასშტაბით იპყრობს.

ალიშა მურის,  პროფესიული ფსევდონიმით Pink-ის სამყაროში ყველაფერი ბზინვარე, ნათელი და ფერადი ჩანს, თუნდაც ვარდისფერი, თუმცა მისი მეცხრე და ჯერჯერობით უკანასკნელი ალბომი ცხოვრების რთულ ქვაკუთხედებს იკვლევს და გვაჩვენებს.

სამშაბათს, 21 თებერვალს Pink-მა გადაცემაში The Late Show-ში სტეფან კოლაბთან ოჯახის, მუსიკის და გამბედაობის შესახებ ისაუბრა.

Pink-ი მის ახალ LP-ის და  სათაურის Trustfall-ის შესახებ, ისაუბრა: „ვფიქრობ ყველა ჩვენგანში ტრავმის რაღაც დოზა არსებობს, რომლისგანაც თავის დაღწევა დიდ ნდობას და მონდომებას მოითხოვს. დილით ადრე ადგომა, სამსახურში წასვლა, შვილების სკოლაში მიყვანა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა თუ არჩევნებში მონაწილეობის მიღება – ყველაფერი ეს  დიდი ძალისხმევას და ნდობას საჭიროებს“. 

ყველაფერი ისეთ ბზინვარე და ფერადი არ არის, როგორადაც გამოიყურება – „საკმაოდ ბევრ თინეიჯერს ვიცნობ და ვფიქრობ  ადამიანებს შინაგანი შფოთვის განცდა აქვთ. განცდა იმისა, რომ უკან ვარდებით და არ ვიცით სად არის მიწა, რომ მყარად დავდგეთ. ეს არის ნდობის დაკარგვა… უნდა ჰკითხო საკუთარ თავს ღირს კი უკან სიღრმეში ჩაშვება და თუ კი ჩავარდები დაგიჭერს კი ვინმე ვინც გადაგარჩენს, ან შეგიძლია კი შენ თავს დაეყრდნო?“

Pink-მა მუსიკალურ ინდუსტრიაში მისი მოღვაწეობის ისტორიაზეც ისაუბრა, რომელიც 1990-იან წლებში დაიწყო. როდესაც მუსიკოსმა თექვსმეტი წლის ასაკში ხელი მოაწერა მისი თქმით „აბსოლუტურად საშინელ“ ჯგუფის წევრობას, ჯგუფის მოღვაწეობა შეჩერდა. შემდეგ Pink-მა ჩვიდმეტი წლის ასაკში ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და ოცი წლის ასაკში საავტორო მუსიკა გამოუშვა. „მუსიკალური ბიზნესი ახლა ძალიან განსხვავებულია“ – განმარტავს მომღერალი.

Pink-ის „საზაფხულო კარნავალი“ 2023 წლის ივლისის ბოლოს დაიწყება, რასაც ოქტომბრიდან ალბომ TRUSTFALL-ის ტურნე მოჰყვება.  

ნახეთ გადაცემის ვიდეო ეპიზოდები:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლეინი უილსონი 2022 წლის 1 დეკემბერი. ნევადა. ფოტო სამი დრასინი

ლეინი უილსონი –  მუსიკოს ქალთა ფოტოები  Billboard-დან

შემდეგი სტატია

ფედერალურმა სასამართლომ R. Kelly-ს ოცწლიანი პატიმრობა შეუფარდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კრის როკი და უილ სმიტი სცენაზე 94-ე ოსკარის ცერემონიის დროს, Dolby Theatre-ში, 2022 წლის 27 მარტი. ფოტო: Myung Chun / Los Angeles Times via Getty Images

მას შემდეგ რაც უილ სმიტს ოსკარზე დასწრება 10 წლით აეკრძალა, ამბობს, რომ  „ცდილობს, იყოს საუკეთესო ადამიანი“

მსახიობი და რეპერი გულწრფელად საუბრობს ოსკარის ღონისძიებაზე, 2022 წელს მან წამყვან კრის როკს სილა გაარტყა
მეტი

Imagine Dragons მთვარიდან სიმღერის ტრანსლირების სიურრეალისტურ გამოცდილებაზე საუბრობს

ამ კვირას ჯგუფისა და ლოს-ანჯელესის კინოორკესტრის ერთობლივ კონცერტზე გადაღებული დოკუმენტური ფილმიც გამოვა.
მეტი
მაშო სიდამონიძე - მოცეკვავე

ქართველ მოცეკვავე მაშო სიდამონიძეს უნიკალური შანსი აქვს,  Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მოხვდეს

მოცეკვავე მაშო სიდამონიძე ცეკვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვების შემთხვევაში კი მას შანსი ეძლევა, ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების…
მეტი