ფედერალურმა სასამართლომ R. Kelly-ს ოცწლიანი პატიმრობა შეუფარდა

უწინდელი განაჩენის გათვალისწინებით, R. Kelly სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 30 წელს გაატარებს.
R. Kelly ტოვებს ლეიტონის სასამართლოს შენობას. 2019 წლის 7 მაისი. ფოტო: ნუჩიო დინუზო / IG


ფედერალურმა სასამართომ მომღერალ R. Kelly-ს 20-წლიანი პატიმრობა შეუფატდა. საქმე ამჯერად ჩიკაგოში ჩადენილ დანაშაულს ეხება, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიას და არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებს მოიცავს. 

აღსანიშნავია, რომ წინა პროცესზე ნიუ იორკის სასამართლომ R. Kelly-ს 30 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ჩიკაგოს მოსმენაზე პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ ახალი სასჯელის ათვლა მას შემდეგ დაწყებულუყო, რაც  მუსიკოსი უწინდელ მსჯავრს – 30 წელს მოიხდიდა. თუკი მოსამართლე აღნიშნულ შუამდგომლობას დააკმაყოფილებდა, ეს პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობას ნიშნავდა. მოუხედავად მბრალდებელის პოზიციისა, ფერედალური სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელი არ დაჯამდა და R. Kelly სასჯელაღსეულების დაწესებულებაში 30 წელს გაატარებს და ციხის დატოვების შესაძლებლობა  80 წელს გადაცილებულს ექნება. 

R. Kelly 1967 წელს ჩიკაგოში დაიბადა. მან მსოფლიო პოპულარობა ჰიტით, სახელწოდებით I Believe I Can Fly მოიპოვა და მსოფლიოში R&B-ის შემსრულებელ ვარსკვლავთა რიგებში აღმოჩნდა. 

რაც შეეხება მის სასამართლო საქმეებს, მბრალდებლებმა ოფიციალურ დოკუმენტებში იგი მოიხსენიეს, როგორც „სერიული სექსუალური მოძალადე“, რომელიც თავის პოპულარობას და სიმდიდრეს დანაშაულის ჩადენისათვის იყენებდა და ფანებზე სექსუალურად ძალადობდა. 

R. Kelly-ის ადვოკატმა,ჯენიფერ ბონჯინმა, პროკურორები „შეთხზულ ნარატივში“ და მოსამართლეზე ზემოქმედების მცდელობაში დაადანაშაულა. 

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ კელი საკმარისად დაიტანჯა. ბონჯინმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქონება ოდესღაც 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ახლა კი ის „გაჭირვებულია“.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Pink - 2022 20 ნოემბერს American Music Awards ესწრება. ფოტო: ტეილორ ჰილი.

Pink-ი ახალ ალბომ Trustfall-ზე, კარიერულ ტრავმაზე და მუსიკალურ ინდუსტრიაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

სელენა გომესს ინსტაგრამის მომხმარებელ ქალებს შორის, ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი