Პერის ჰილტონმა ახალ ინტერვიუში გაამხილა, რომ წლების წინ მას აბორტი აქვს გაკეთებული.
„ეს ის თემაა, რომელზე საუბარიც არ მსურდა, რადგან დიდ სირცხვილთან ასოცირდებოდა” – თქვა ჰილტონმა აბორტზე საუბრისას, რომელიც 20 წლის ასაკში გაიკეთა. „ბავშვი ვიყავი და მზად არ ვიყავი ამისთვის.”
ინტერვიუში ჰილტონი 2022 წელს აბორტის შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენსაც გამოეხმაურა. „ძალიან ბევრი პოლიტიკაა ამ ყველაფერში, მაგრამ ეს ქალის სხეულია… რატომ უნდა არსებობდეს კანონი ამის შესახებ? ეს შენი სხეულია და შენი არჩევანი. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ კანონს გამოსცემენ იმაზე, თუ რა უქნა შენს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას.”
ჰილტონმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ტრავმირებული იყო, როცა The Simple Life-ის გადაღებისას მშობიარობას დაესწრო. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ბავშვს სუროგატი დედის დახმარებით გააჩენდა. „ძალიან მეშინია… ბავშვის გაჩენა და სიკვდილი ის ორი რამ არის, რისიც ამ სამყაროში ყველაზე მეტად მეშინია.”
ახლახან ჰილტონმა ახალდაბადებული ვაჟის სახელი გაამხილა – ფენიქს ბარონ ჰილტონ რეუმი. ინსტაგრამზე კი მისი პირველი ფოტოებიც გამოაქვეყნა. „ჩვენი მთელი სამყარო” – დააწერა ოჯახურ ფოტოს.