American Idol-ის მიმდინარეობისას კეტი პერი ატირდა, როდესაც კონკურსანტი სკოლის შეიარაღებული თავდასხმისას გადარჩენილი მოსწავლე აღმოჩნდა

ტრეი ლუისი ტეხასის შტატის ქალაქის, სანტა ფეს იმ სკოლაში სწავლობდა, სადაც შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 2018 წელს რვა მოსწავლე და ორი მასწავლებელი მოკლა. ლუისი თავდასხმის დროს, სკოლის შენობაში იმყოფებოდა.

ამერიკული მუსიკალური მეგა შოუ American Idol დაიწყო და პროექტი ადრეული მოსმენების ვიდეოებს აზიარებს. ეს სატელევიზიო კონკურსის ის ეტაპია, როცა ჟიური და აუდიტორია შოუბიზნესის არაერთ მომავალ რჩეულს პირველად ხვდება. ზოგიერთი მონაწილე მხოლოდ ვოკალური შესაძლებლობებით გამოირჩევა, ზოგჯერ კი კონკურსანტს იმდენად ამაღელვებელი ისტორია  აქვს, რომ ეს ჟიურის დიდ ყურადღებას იპყრობს. 

ახლახან, American Idol-ის ახალ სეზონზე მოსმენების ტურში 21 წლის ტეხასელი ტრეი ლუისი წარდგა. მან ჟიური თავისი ვოკალით მოხიბლა, როცა ვისკი მაიერსის 2018 წლის სიმღერა, სახელწოდებით Stone შეასრულა. 

კეტი პერის, ლიონელ რიჩისა და  ლუკ ბრაიანის ოვაციების შემდეგ, ბრაიანმა მომღერალს ჰკითხა, რატომ მონაწილეობდა პროექტში. როგორც ლუისმა თქვა, თავისმა არაერთმა საყვარელმა ვარსკვლავმა სწორედ იგივე გზა გაიარა, სანამ მსოფლიო ცნობადობას მოიპოვებდა. 

მეორე მიზეზის დასახელებისას, ლუისმა ჟიურის ემოციური ისტორია გაუზიარა, რის გამოც კეტი პერიმ ცრემლები ვერ შეიკავა. ლუისმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის ტეხასიდან, სანტა ფედან არის. ქალაქიდან, სადაც 2018 წელს საჯარო სკოლაში მასობრივი სროლის დროს რვა მოსწავლე და ორი  მასწავლებელი ტრაგიკულად დაიღუპა. ლუისმა თქვა, რომ ის სთავად წორედ ამ სკოლის მოსწავლე იყო და შეიარაღებული თავდამსხმელის სროლას გადაურჩა.

 „მე ბევრი მეგობარი დავკარგე“ – თქვა ლუისმა და აღნიშნა, რომ ხელოვნების გაკვეთილს ესწრებოდა, როცა თავდამსხმელმა გვერდით საკლასო ოთახის კარი შეაღო. „ეს საკმაოდ ნეგატიურად აისახა და 2018 წლის შემდეგ, სანტა ფეს ცუდი რეპუტაცია აქვს“ – თქვა კონკურსანტმა.ამ ისტორიის შემდეგ კეტი პერი ატირდა. „ჩვენმა ქვეყანამ იმედი გაგვიცრუა“ – პერიმ ლუისს ხმამაღლა მიმართა – „ეს არ არის ნორმალური. შენ აქ უნდა იდგე და მღეროდე იმის გამო, რომ მუსიკა გიყვარს. არა იმიტომ, რომ ეს საშინელება გამოიარე. შენ არ უნდა კარგავდე მეგობრებს. იმედი მაქვს, ადამიანებს შეახსენებ, რომ შეცვლა გვჭირდება.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯეკ უაიტი Saturday Night Live-ს მეხუთედ ესტუმრა და 2022 წლის ალბომებში შესული კომპოზიციები შეასრულა

შემდეგი სტატია

გარდაიცვალა ლეგენდარული ჯაზმუსიკოსი თამაზ ყურაშვილი (თათუზა) 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი
რალუკა რადოი

რალუკა რადოის სამუშაო სემინარები თეატრის ბრენდინგზე სოხუმის თეატრში

წლევანდელი წელი კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრისთვის საიუბილეოა. 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, რაც სოხუმის თეატრის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
მეტი
ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი
Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი