გარდაიცვალა ლეგენდარული ჯაზმუსიკოსი თამაზ ყურაშვილი (თათუზა) 

ცნობილი მუსიკოსი, კომპოზიტორი, შემსრულებელი და საქართველოში ჯაზის ფუძემდებელი თამაზ ყურაშვილი (თათუზა) 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თამაზ ყურაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. სხვადასხვა დროს იყო ფილარმონიის ანსამბლ „დიელოსა” და ანსამბლ „ჩანგის” წევრი. ასევე რადიოსა და ტელევიზიის კომიტეტის საესტრადო ორკესტრის სოლისტი, ჯაზ-ანსამბლის ხელმძღვანელი და საესტრადო-სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. დაწერილი აქვს მუსიკა ქართული მხატვრული ფილმებისა და სპექტაკლებისთვის („სუფთა დაფა”, „ისინი”, „ათვინიერებენ მიმინოს” და სხვ.)

1987 წლიდან მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და თანამშრომლობდა ჯაზის ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან ჯონ ბერდი და სტივენ ჯორდანი. მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიოს მასშტაბით არაერთ კონცერტსა და ფესტივალში. 

2011 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ თამაზ ყურაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ეს იყო პირველი ვარსკვლავი, რომელიც საქართველოში ჯაზის სფეროს წარმომადგენელს მიეძღვნა.

Billboard საქართველო მწუხარებას გამოთქვამს თამაზ ყურაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

American Idol-ის მიმდინარეობისას კეტი პერი ატირდა, როდესაც კონკურსანტი სკოლის შეიარაღებული თავდასხმისას გადარჩენილი მოსწავლე აღმოჩნდა

შემდეგი სტატია

„წინანდლის ფესტივალის“ მუსიკალურ ხელმძღვანელს, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას საუკეთესო დირიჟორის ჯილდო გადაეცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი
რალუკა რადოი

რალუკა რადოის სამუშაო სემინარები თეატრის ბრენდინგზე სოხუმის თეატრში

წლევანდელი წელი კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრისთვის საიუბილეოა. 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, რაც სოხუმის თეატრის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
მეტი
ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი
Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

Althena-ს კოსმოსური აპარატის წარუმატებელი დაშვების გამო, Imagine Dragons-ის სიმღერა დედამიწიდან მთვარეზე ვერ გადაიცა
მეტი