The Weeknd სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში მიიღებს მონაწილეობას

არტისტი ფილმის ორიგინალურ მუსიკალურ გაფორმებაზეც მუშაობს.

The Weeknd სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მუსიკოსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Billboard-ს განუცხადა. 

Მსახიობის სტატუსით მონაწილეობის გარდა, არტისტი ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი და სცენარის თანაავტორია. კინოსურათს ოფიციალური სათაური ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მას რეჟისორი ტრეი ედვარდ შულტსი გადაიღებს. The Weeknd-ს პარტნიორობას Netflix-ის ჰიტად ქცეული სერიალის, Wednesday-ის ვარსკვლავი – ჯენა ორტეგა გაუწევს. გადაღებები ამჯერად ლოს ანჯელესში მიმდინარეობს.

ფილმის პროდიუსერები ასევე არიან რეზა ფაჰიმი, კევინ ტურენი და ჰარისონ კრაისი. აღსანიშნავია, რომ რეზა ფაჰიმთან The Weeknd სხვა პროექტის ფარგლებშიც თანამშრომლობს – საუბარია  HBO-ს ხმაურიანად დაანონსებულ სერიალზე, სახელწოდებით The Idol, რომლის ერთ-ერთი შემქმნელი სწორედ The Weeknd არის.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

MokuMoku Off The Record

შემდეგი სტატია

Halsey პარიზის მოდის კვირეულზე მოდელის ამპლუაში გამოჩნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი