4 მარტს დედაენის ბარში რობი კუხიანიძის კონცერტი გაიმართა. მისი ლაივებით არც თუ ისე განებივრებული მსმენელი ამ საღამოს დიდხანს ელოდა და ნამდვილად ღირდა. ეს კონცერტი მსმენელს დიდხანს ემახსოვრება.
ქართული ანდერგრაუნდ პანკ-როკ მუსიკის სათავეები სწორედ 80-იანებიდან იწყება. 1989 წელს ჯგუფი Outsider შეიქმნა, სადაც ჯგუფის იდეოლოგი და ვოკალისტი რობი კუხიანიძეა. Outsider-ი ერთადერთი ქართული ჯგუფი იყო, რომელმაც 1991 წელს ჯერ ტალინში, შემდეგ კი მოსკოვის ალტერნატიული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალებში მიიღო მონაწილეობა.
რობის მუსიკა უსამართლობაზე გაფიქრებს და იმედს გიტოვებს, თუმცა იმედი ხანდახან მხოლოდ წარმოსახვითია.
ეს არის მუსიკა, სადაც პროტესტი მამოძრავებელი ძალაა, სადაც ტექსტები წრფელი შინაგანი მუხტით არის სავსე და სადაც ყოველი სიმღერა, რომანტიკული მისტიციზმით თუ მეამბოხე სულით გაჯერებული სრული ტექსტით, ჟღერადობით თუ ვიზუალური ენით თავიდან ბოლომდე რობის გადმოსცემს.
მოუსმინეთ, ჯგუფ Outsider-ის სიმღერას – Sikvdili