Victoria’s Secret-ის შოუ ბრუნდება

ბოლო შოუ ბრენდმა 2018 წელს გამართა.

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Victoria’s Secret-ის ბოლო შოუ გაიმართა. ახლახან, საცვლების მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მალე შოუს „ახალ ვერსიას“ წარადგენენ. 

ვაპირებთ მარკეტინგული ინვესტიცია ჩავდოთ ბიზნესში, რომ შოუს ახალ ვერსიას მხარი დავუჭიროთ“ – აღნიშნა VS-ის ფინანსურმა მენეჯერმა, ტიმ ჯონსონმა. USA Today-ის ინფორმაციით, ეს სიახლე ჯონსონმა პირველად კომპანიის შემოსავლების განხილვაზე გააჟღერა. 

შემდგომ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში Victoria’s Secret-მა აღნიშნა – „ჩვენ ყოველთვის ინოვაციურ იდეებს ვანვითარებთ, მომხმარებლებს ამ პროცესების ცენტრში ვაყენებთ და კიდევ უფრო ვზრდით ჩვენს ვალდებულებას, რომ ქალთა ხმები და მათი პერსპექტივები გავაძლიეროთ“. 

წლების განმავლობაში Victoria’s Secret-ის შოუს შემადგენლობაში არაერთი ცნობილი ვარსკვლავი მონაწილეობდა. The Weeknd, არიანა გრანდე, Halsey, ტეილორ სვიფტი, Miguel, სელენა გომესი, ელი გოლდინგი, ბრუნო მარსი, შონ მენდესი  – ეს არტისტები იმ პოპ ვარსკვლავებს შორის არიან, რომლებიც სხვადასხვა დროს, შოუს მსვლელობისას სცენაზე წარდგნენ და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. 

მიუხედავად ამისა, Victoria’s Secret-მა მოდელების ინკლუზიურობის სიმწირის გამო დიდი კრიტიკა არაერთხელ დაიმსახურა. ბრენდს აკრიტიკებდნენ კამპანიების გამო, რომლებიც  ქალების სექსუალურ კონტექსტში წარმოჩენას, ობიექტივიზაციას და სილამაზის არარეალური სტანდარტების დამკვიდრებას იწვევდა.  VS-ის მშობელმა კომპანიამ, L Brands-მა 2019 წელს შოუ გააუქმა და მარკეტინგის განვითარებაზე მუშაობა დააანონსა.  

2018 წელს ბრენდის მარკეტინგის მაშინდელმა მენეჯერმა ედ რაზეკმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, როდესაც Vogue-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ტრანსგენდერი ქალები შოუს შემადგენლობაში არ იქნებოდნენ. „ეს შოუ არის ფანტაზია“ – თქვა რაზეკმა.

2022 წელს სტრიმინგ სერვის Hulu-ზე სამნაწილიანი დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით Victoria’s Secret: Angels and Demons  გამოვიდა. დოკუმენტური ნამუშევარი კომპანიის აღმავლობისა და დაცემის პერიოდს განიხილავს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლიონელ რიჩის 2023 წლის ტურნეში Earth, Wind & Fire შეუერთდება

შემდეგი სტატია

„დისნეილენდმა“ მუსიკალური პროგრამიდან ოსკარის მფლობელი სიმღერა ამოიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი