„დისნეილენდმა“ მუსიკალური პროგრამიდან ოსკარის მფლობელი სიმღერა ამოიღო

Zip-a-Dee-Doo-Dah გაჟღერდა 1946 წლის ფილმში – Song of the South, რომელიც რასისტული კონტექსტის ნამუშევრად არის მიჩნეული.

კალიფორნიაში, ქალაქ ანაჰეიმში მდებარე „დისნეილენდმა“ ოსკარის მფლობელი კომპოზიცია, Zip-a-Dee-Doo-Dah ყოველდღიური პარადის პროგრამიდან ამოიღო. გასართობი პარკის ადმინისტრაციამ ის Peter Pan-იდან ერთ-ერთი სიმღერით ჩაანაცვლა.

Zip-a-Dee-Doo-Dah 1946 წლის ფილმის, Song of the South-ის საუნდტრეკია. ფილმი ჯოელ ჩენდლერ ჰარისის მოკლე მოთხრობებზეა დაფუძნებული. სიუჟეტი  „რეკონსტრუქციის ეპოქის“ სახელით ცნობილ პერიოდში ვითარდება და ისტორიის ცენტრში შავკანიანი კაცი, სახელად ბიძია რემუსია. ის ნოსტალგიურად იხსენებს ძველ დროს, როდესაც ყველაფერი კარგად იყო. ეს დრო კი სავარაუდოდ ის პერიოდია, როცა მონობა ლეგალური იყო. 

2020 წელს, Disney-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ბობ აიგერმა აქციონერებს განუცხადა, რომ ეს ფილმი თანამედროვე სამყაროსათვის  შეუფერებელია. 

გასული საუკუნის 40-იან წლებში, როდესაც რასობრივ საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევების მიმართ ადამიანები ნაკლებად სენსიტიურები იყვნენ, ნამუშევარს განსხვავებული ხედვით აღიქვამდნენ. პრემიერის შემდეგ, ამერიკის კინოაკადემიამ რემუსის როლის შემსრულებელი მსახიობი, ჯეიმს ბასკეტი სპეციალურ ოსკარზეც წარადგინა. როგორც აკადემიამ ბასკეტზე საუბრისას აღნიშნა, მან პერსონაჟი განსაკუთრებული სამსახიობო ოსტატობით შექმნა. 

წარსულში „დისნეილენდმა“ განაცხადა, რომ პოპულარული ატრაქციონის – Splash Mountain-ის განახლებას გეგმავს. ატრაქციონის მარშრუტი  მოიცავს ადგილებს, რომლებიც სწორედ Song of the South-ის ილუსტრაციებით არის გაფორმებული.

Zip-a-Dee-Doo-Dah-ის კომპოზიტორი ალი ვრუბელია, ხოლო ტექსტი რეი გილბერტმა დაწერა. სიმღერა 1947 წელს საკმაოდ პოპულარული იყო. ჯონ მერსერის, სემი ქეის და The Modernaires-ის შესრულებით, მუსიკალური ნამუშევარი ჰიტად იქცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Victoria’s Secret-ის შოუ ბრუნდება

შემდეგი სტატია

პარიზ ჰილტონი 2022 წლის 2 ივნისს სანტა მონიკაში, კალიფორნია. ფოტო: აქსელ ბაუერ-გრიფინი

როგორ აღნიშნავენ პარიზ ჰილტონი, სელენა გომესი, P!nk და სხვა ვარსკვლავები ქალთა საერთაშორისო დღეს სოციალურ მედიაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი