როგორც ჩანს, ჯიმი ფელონი მარტის თვეში უკვე საახალწლო განწყობაზეა. ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ წელს სადღესასწაულო თემატიკის ალბომს გამოუშვებს. „ამაზე წლებია ვმუშაობ. იქნება კომედიური სიმღერები, ტრადიციული სიმღერები. ასევე იქნება რამდენიმე დუეტიც. კარგი მიქსი უნდა გამოვიდეს.”
საახალწლო განწყობის სიმღერებით შექმნა ფელონისთვის უცხო არ არის. საკუთარ შოუში იგი ხშირად ასრულებს საშობაო სიმღერებს მეგობრებთან ერთად. 2021 წელს მან არიანა გრანდესა და Megan Thee Stallion-სთან ერთად პანდემიური საშობაო სიმღერაც კი ჩაწერა – It Was A… (Masked Christmas).
„არ მინდოდა მერაია ქერის All I Want for Christmas Is You-ს ტიპის სიმღერა ჩამეწერა, რასაც ყველა აკეთებს,” – უთხრა ფელონმა Billboard-ს. „ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე: Ხალხო, მან უკვე გააკეთა ეს. და გააკეთა კარგად. თქვენ შეგიძლიათ სხვა რამე გააკეთოთ. ამ სიმღერას ვეღარავინ გადაუსწრებს. ის დედოფალია და დაუტოვეთ ეს მას. თქვენ სხვა იდეაზე იფიქრეთ.”
შარშან ჯიმი ფელონმა საშობაო დუეტი დოლი პარტონთან ერთად ჩაწერა.