ჯენეტ ჯექსონის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი გამოვა

ფილმი მომღერლის მოახლოებულ საკონცერტო ტურნეზე ფოკუსირდება.

A+E Networks-მა ჯენეტ ჯექსონის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი დააანონსა. Janet Jackson: Family First – ასე ჰქვია ნამუშევარს, რომელიც არტისტის შესახებ 2022 წელს გამოშვებული მინი სერიალის ერთგვარი გაგრძელება იქნება. ფილმი მომღერლის მოახლოებულ საკონცერტო ტურნეზე ფოკუსირდება. გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერები თავად ჯენეტი და მისი ძმა, რენდი ჯექსონი იქნებიან.  

Janet Jackson: Family First ასახავს ჯექსონის გაერთიანებას თავის ბენდთან, რომელთან ერთადაც მომღერალი სცენაზე 40 წლის შემდეგ პირველად Together Again ტურის ფარგლებში წარდგება.  

Together Again ტური 2023 წლის 14 აპრილს ჰოლივუდში დაგეგმილი კონცერტით დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. 

აღსანიშნავია, რომ  ჯექსონის დოკუმენტურ ფილმთან ერთად, A+E Networks-ზე TLC-ის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ნამუშევრისა და კეიშია კოულის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული მხატვრული ფილმის პრემიერაც იგეგმება.  ფილმში თავად კოული მონაწილეობს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლედი გაგა 2023 წლის ოსკარზე არ იმღერებს

შემდეგი სტატია

ოსტინ ბატლერი ტეილორ სვიფტის სიმღერის ტექსტს მხატვრულად კითხულობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი