2023 წლის ოსკარის ცერემონიაზე ლედი გაგამ სიმღერის – Hold My Hand განსხვავებული ვერსია შეასრულა

ამერიკის კინოაკადემიის 95-ე დაჯილდოება. ფოტო: რიჩ პოლკი.

2023 წლის ოსკარის ცერემონიაზე, ლოს ანჯელესის  Dolby Theater-ის სცენაზე ლედი გაგა მუსიკალური ნომრით წარდგა. მომღერალმა Top Gun: Maverick.-ში გაჟღერებული სიმღერა Hold My Hand შეასრულა.

ეს სიმღერა ჩემს მეგობართან,  BloodPop-თან ერთად Top Gun: Maverick-სათვის საკუთარ სტუდიაში დავწერე. ის ძალიან პერსონალურია. ვფიქრობ,  ცხოვრებაში ბევრი სიყვარული გვჭირდება. ხანდახან საჭიროა, გმირებიც ვიყოთ. გმირები ჩვენ გარშემო მოულოდნელ ადგილებში არიან. შესაძლოა ისიც აღმოაჩინოთ, რომ საკუთარი თავისთის გმირი თავად ხართ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა შინაგანად თავს ცუდად გრძნობდეთ“ – აღნიშნა ლედი გაგამ მუსიკალური ნომრის დაწყების წინ. 

Top Gun: Maverick ექსვს ნომინაციაში იყო წარდგენილი, მათ შორის არის საუკეთესო სცენარი, საუკეთესო მონტაჟი და საუკეთესო ფილმი. ის ორი ბლოკბასტერიდან ერთ-ერთია, რომელიც ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ნომინანტად დაასახელა. Top Gun: Maverick-თან ერთად, აღნიშნულ ნომინაციაში Avatar: The Way of Water იყო წარდგენილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საუკეთესო ორიგინალური მუსიკალური გაფორმებისათვის ოსკარი კომპოზიტორ ვოლკერ ბერტელმანს გადაეცა

შემდეგი სტატია

რიანა ოსკარის 95-ე დაჯილდოებაზე, რომელიც Ovation Hollywood-ში, 12 მარტს გაიმართა. ფოტო: გილბერტ ფლორესი

ფოტოები 2023 წლის კინოაკადემიის დაჯილდოების წითელი ხალიჩიდან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი