ედ შირანი მის გარდაცვლილ მეგობარს, ჯამალ ედვარდსს იხსენებს და ამბობს, რომ სიმღერა Eyes Closed სწორედ ახლობელი ადამიანის დაკარგვაზეა

სინგლი 24 მარტს გამოვა.
ფოტო: ზაკარი უოლტერსი

ედ შირანი 24 მარტს ახალ სინგლს გამოუშვებს. ახლახან კი მან გულშემატკივრებს გაუზიარა, თუ რა გახდა ამ სიმღერის შთაგონების წყარო.

„ეს სიმღერა ახლობლის დაკარგვაზეა. ყოველ ჯერზე, სახლიდან რომ გადიხარ და მოლოდინი გაქვს, რომ მათ გადაეყრები. როცა ყველაფერი მათ თავს გახსენებს.”

ოთხგზის გრემის მფლობელმა მომღერალმა მეგობარზე, ჯამალ ედვარდსზე ისაუბრა, რომელიც 2022 წელს 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ვფიქრობ, მუსიკა გვეხმარება განკურნებაში. ამიტომ თვალდახუჭული  ვცეკვავ, რომ ამ ყველაფერს მოვერიო” – დაწერა შირანმა. 

ცოტა ხნის წინ მომღერალმა ასევე განაცხადა, რომ მისი მათემატიკური დასახელების ალბომების ბოლო, მეექვსე ნაწილი 5 მაისს გამოვა.

ამ ალბომზე მთელი დეკადა ვმუშაობდი, რათა იდეალური აკუსტიკური ალბომი გამომეძერწა. ვწერდი ასობით სიმღერას იმ მკაფიო ხედვით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეს ალბომი. თუმცა 2022 წლის დასაწყისში გარკვეულმა მოვლენებმა ჩემი ცხოვრება, ჩემი მენტალური ჯანმრთელობა, მუსიკასა და ხელოვნებასთან დამოკიდებულება  მკაფიოდ შეცვალა.  ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ვიძირებოდი. თავს ზევით ვწევდი, მაგრამ ჰაერის ჩასუნთქვას ვერ ვახერხებდი. როგორც არტისტს,  ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემი თავის უნდა  გამომეხატა. ეს ალბომი ზუსტად ეს არის. ეს არის ჩემი სულისთვის კარის გაღება. Პირველად ხდება, რომ არ ვცდილობ იმ ალბომის შექმნას, რომელიც ხალხს მოეწონება. Მე უბრალოდ გარეთ ვუშვებ იმას, რაც გულწრფელი და ნამდვილია.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენა გომესი პირველი ქალია, რომელსაც ინსტაგრამზე 400 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს

შემდეგი სტატია

კორტნი ლავი „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს“ ქალების არასაკმარისი რეპრეზენტაციის გამო აკრიტიკებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი