Circus Mircus-მა ახალი სიმღერა გამოუშვა სახელწოდებით Pin-Drop Mind. კომპოზიცია ჯგუფის მომავალი ალბომის მეოთხე გამოქვეყნებული სინგლია.
ნიკა კოჩაროვი:
„არსებობს ასეთი გამოთქმა pin-drop, რომელიც ისეთ სიჩუმეს ნიშნავს, სადაც ნემსის დაგდების ხმასაც კი გაიგებ. აი, ჩვენ როგორც ვამბობთ, ბუზის გაფრენის ხმაო. და აქ არის სიტყვების თამაში: არსებობს pin-drop room, მაგალითად. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ არ არსებობს სიტყვების ასეთი შეთანხმება – pin-drop mind, ანუ ამაში ვგულისხმობ რაღაც გასხივოსნებასავით – აი, მედიტაციის შედეგად რომ ტვინს დაამშვიდებ. ეს სიმღერაც მაგაზეა, რომ ტიპი როგორ მიისწრაფვის მაგ მდგომარეობისკენ.
კლიპს რაც შეეხება, უცებ ჩემს მეგობარს მოუვიდა იდეა, რომ ახლის გადაღების ნაცვლად, ძველი ვიდეოებით აგვეწყო. თან რაღაც ნოსტალგიურიც არის. ამიტომ ძველი ვიდეოარქივი გავაციფრულეთ და ასე გავაკეთეთ კლიპი. აქ არის ჯგუფის ყველა წევრის პირადი არქივის კადრები – კონცერტები, მეგობრებთან ერთად დროს ტარება და ა.შ. საბოლოოდ ვაპირებთ ალბომის გამოშვებას, სადაც ეს და სხვა სინგლები ერთად შეიკვრება.”