ავსტრალიელ სენატორს პარლამენტის შენობაში ჩაწერილი ინტერვიუს დროს, Tame Impala-ს მაისური ეცვა

Tame Impala-ს ბრენდირებულ მაისურში გამოწყობილი დევიდ პოკოკი დამოუკიდებელი სენატორია, რომელიც ინტერვიუს დროს პარლამენტის შენობის ერთ-ერთ მთავარ დარბაზში იმყოფებოდა.
ფოტო: ჯენაბა ადუაიომი

ავსტრალიელი სენატორი დევიდ პოკოკი ქვეყნის პარლამენტის შენობაში ჩაწერილი ინტერვიუს დროს, Tame Impala-ს ბრენდირებული მაისურით გამოჩნდა.

პოკოკი ავსტრალიის ეროვნულ მორაგბეთა გუნდის ყოფილი კაპიტანია. როდესაც მისი ინტერვიუს ჩანაწერი გავრცელდა, პოკოკმა მემარჯვენეებისაგან კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკის მიზეზი სწორედ პოლიტიკოსებისათვის განკუთვნილი ე.წ. დრეს-კოდის დარღვევა იყო. 

[სამსახურში] პირდაპირ ტენისის თამაშიდან მოვედი. ეს თამაში ჩვენი ქვეყნის ტენისის ასოციაციის 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. შემოსასვლელში წინასწარ დაუგეგმავ პატარა ინტერვიუს დავთანხმდი“ – განმარტა დევიდ პოკოკმა მას შემდეგ,  რაც მის საჯარო იმიჯთან დაკავშირებით კრიტიკული შეფასებები გაჟღერდა.

დევიდ პოკოკი ავსტრალიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მორაგბე იყო. იგი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე სამჯერ იყო წარდგენილი. მოგვიანებით პოკოკმა გადაწყვიტა სპორტისათვის თავი დაენებებინა და პოლიტიკაში ჩაერთო. 2022 წელს მისი პოლიტიკური კამპანია წარმატებული აღმოჩნდა და ახლა ავსტრალიის ფედერალურ პარლამენტში, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად მიიჩნევა. 

რაც შეეხება Tame Impala-ს, ბენდმა 10 მარტს სიმღერა სახელწოდებით Wings of Time გამოუშვა. კომპოზიცია ფილმის Dungeons & Dragons: Honor Among Thieves საუნდტრეკია. ასევე მუსიკალურმა კოლექტივმა Gorillaz-თან ერთობლივი სიმღერა New Gold ჩაწერა. სიმღერა შესულია Gorillaz-ის 2023 წლის ალბომში სახელწოდებით Cracker Island.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის“ მიხედვით, The Weeknd მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ არტისტად დასახელდა

შემდეგი სტატია

ენ ჰეთეუეი და მიკაელა კოელი ერთად ითამაშებენ ფილმში Mother Mary

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი