გორში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

ფესტივალის გახსნის დღეს საქართველოს თეატრების მუზეუმების პირველი შეკრება ჩატარდა და პროფესიული პლატფორმა შეიქმნა.

27 თებერვალს, „იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტისა“  და „გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ თანაორგანიზებით, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრი + ვიდეო“ გაიხსნა. ფესტივალს „გიორგი ერისთავის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი“ მასპინძლობს. ფესტივალი თეატრის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, ყოველ წელს 27 მარტს აღინიშნება. 

წელს, ფესტივალის გახსნის დღეს, საქართველოს თეატრების მუზეუმების პირველი შეკრება ჩატარდა და პროფესიული პლატფორმა შეიქმნა, რაც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა თეატრის თანამშრომლობას კიდევ უფრო განამტკიცებს და ახალი მიმართულებით ავითარებს. 

27 მარტი მსოფლიო თეატრისათვის მეტად მნიშვნელოვანი დღეა. ფესტივალი „თეატრი + ვიდეო“ გორში სწორედ ამ დღეს იხსნება და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას მოიცავს. თეატრის საერთაშორისო დღის ასე აღნიშვნა და კომპლექსური ღონისძიებების გორში გამართვა ნიშანდობლივი გადაწყვეტილებაა, რადგან ეს რეგიონული თეატრების განვითარების მნიშვნელობას გამოკვეთს. წელს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა და წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში მოქმედი თეატრების მუზეუმების თანამშრომლობით შექმნილი გაერთიანებაა. მსოფლიო პრაქტიკით,  სხვადასხვა ქვეყნის თეატრები ერთ დიდ კულტურულ სივრცეს და ძლიერ პლატფორმას ქმნიან. ქართული  თეატრების აღნიშნული ფორმით თანამშრომლობა კი, სწორედ ამ პრაქტიკის გაზიარებას გულისხმობს.“ – ლევან ხეთაგური, „თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის“ გენერალური მდივანი.

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ოფიციალური გახსნის ნაწილს სხვადასხვა თეატრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გახსნის ღონისძიებაზე ორგანიზატორებმა წარადგინეს „იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორის, ტობიას ბიანკონეს სპეციალური ვიდეო მიმართვა:

საქართველო დასავლური და აღმოსავლური კულტურების გასაყარზე მდებარეობს.  მე მჯერა, რომ ის  მსოფლიოს მნიშვნელოვანი ცენტრალური წერტილია.“ – აღნიშნა ბიანკონემ თავის მიმართვაში; „ეს არის ადგილი სავსე ძლიერი თეატრალური კულტურით.“

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა „თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის“ პრეზიდენტი დავით საყვარელიძე, რომელმაც თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის წევრ თეატრებს წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. 

დავით საყვარელიძე – „თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის“ პრეზიდენტი:

მოხარული ვარ, რომ თეატრის საერთაშორისო დღეს, ამ მნიშვნელოვანი ფესტივალის გახსნას სწორედ გორი მასპინძლობს. ამისათვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გორის მერიას და „გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს“. საქართველო დიდი კულტურის და დიდი თეატრალური ცივილიზაციის ნაწილია, ამ ღონისძიების მიზანიც ჩვენი პოზიციის და  თეატრალურ სივრცეში ჩვენი კულტურული იდენტობის  კიდევ უფრო თვალნათლივ ჩვენება და გამოკვეთაა.”

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გორში 30 მარტს დაიხურება. ფესტივალი  სხვადასხვა ღონისძიებას აერთიანებს, მათ შორის არის სპექტაკლები, ვიდეო ჩვენებები, ქორეოგრაფიული ვორკშოპები და სხვა კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფრანგი მუსიკოსები Breakbot და Irfane ქართველი მსმენელის წინაშე წარდგებიან

შემდეგი სტატია

ჯონ ლეჯენდი მისი სიმღერის ფონზე ჰარი სტაილსისა და ემილი რატაკოვსკის კოცნის ვიდეოზე ხუმრობს: „მიხარია, თუ დავეხმარე”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული ცენტრი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი (ITI) იუნესკოს მიერ 1948 წელს დაფუძნდა. საქართველო კი მას 1996 წელს შეუერთდა.
მეტი
მადელინ მონტოია Courtesy

მადელინ მონტოია Billboard-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

მადელინ მონტოია დიზაინერების გუნდს Billboard-ის სარედაქციო, მულტიმედიური, ბრენდირებული კონტენტის და ექსპერიმენტული პროექტების მიმართულებით უხელმძღვანელებს.
მეტი

თბილისში მუსიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIM) ევროპული ფორუმი გაიხსნა

აღსანიშნავია, რომ ამ რანგის პროფესიული ფორუმი რეგიონში პირველად იმართება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მუსიკალურ სივრცეს საერთაშორისო პროფესიულ დიალოგში.
მეტი

2026 წლის „მეტ გალას” თემა ცნობილია

წლევანდელი ღონისძიების თანათავმჯდომარე ბიონსეა. კომიტეტის წევრები კი საბრინა კარპენტერი, Doja Cat, ლისა, სემ სმითი და ტეიანა ტეილორი იქნებიან.
მეტი