UNBURNED  – QUEMMEKH-ის  ლაივ-შოუ

Factory Tbilisi-ში QUEMMEKH-ის მასშტაბური სახელოვნებო ლაივ-შოუ გაიმართა
Quemmekh - UNBURNED ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
Quemmekh – UNBURNED
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

25 და 26 სექტემბერს Factory Tbilisi-ს სივრცემ წლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ინოვაციურ სახელოვნებო პროექტს უმასპინძლა. QUEMMEKH-ის მუსიკალურმა ლაივ-შოუმ – UNBURNED მაყურებელს სრულიად ახალი, ჰიბრიდული ფორმატი წარუდგინა, სადაც მუსიკა, თეატრალური ხელოვნება და თანამედროვე ქორეოგრაფია ერთიან, ორგანულ სანახაობად იქცა. მუსიკალურ ლაივ-შოუში სხვადასხვა მედიუმში მომუშავე 20-ზე მეტი არტისტი მონაწილეობდა.

UNBURNED არ იყო მხოლოდ კონცერტი ან კლასიკური გაგებით თეატრალური წარმოდგენა. მისი მთავარი იდეა სწორედ სხვადასხვა სახელოვნებო ფორმის ერთ სივრცეში თავმოყრას მოიაზრებდა.

UNBURNED  - QUEMMEKH
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
UNBURNED – QUEMMEKH
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

შოუს განმავლობაში ერთმანეთს განსხვავებული თემატიკის პერფორმანსები ცვლიდნენ და დამოუკიდებელ ვიზუალურ თუ თეატრალურ ამბავს ყვებოდნენ.

სანამ ძირითადი ღონისძიება დაიწყებოდა, აუდიტორიას Dogville-ის პავილიონის დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდა, სადაც ზღაპრის, კინოს, თეატრისა და პერფორმანსის ელემენტები ერთ ვიზუალურ სამყაროს ქმნიდნენ.

Factory Tbilisi-ს მთავარ სივრცეში მოწყობილი ორი დიდი სცენა ერთმანეთთან სპეციალური ხიდით იყო დაკავშირებული, რამაც შოუს მთლიანი არქიტექტურა და კონცეფცია შექმნა. სივრცეში მაყურებელი ერთდროულად სხვადასხვა მოქმედების, პერსონაჟისა და ვიზუალური ისტორიის მონაწილე ხდებოდა, რის გამოც UNBURNED პერიფერიული აღქმის გამოცდილებად იქცა.

UNBURNED  - QUEMMEKH
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
UNBURNED – QUEMMEKH
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

შოუს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მოულოდნელი კულმინაცია ე.წ. Secret Guest-ის გამოჩენა გახდა. სცენის ერთ მხარეს აღმართულ ქართლის დედის მონუმენტთან მომღერალი სოფო ნიჟარაძე ამწით გამოჩნდა. მან QUEMMEKH-თან ერთად კომპოზიცია Otobaia შეასრულა, რის შემდეგაც აუდიტორიას დები იშხნელების ცნობილი სიმღერის – „არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ“  საკუთარი, შთამბეჭდავი ვერსია შესთავაზა.

UNBURNED  - QUEMMEKH
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
UNBURNED – QUEMMEKH
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ლაივ შოუს ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკალური ეპიზოდი სანდრო დიასამიძის, Bedford Falls-ის წევრის, გამოსვლა იყო. მან QUEMMEKH-ის კომპოზიცია „ანუბისი და მწეველი“ შეასრულა და შოუს დამატებით რეივ დინამიკა შესძინა.

UNBURNED  - QUEMMEKH
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
UNBURNED – QUEMMEKH
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

საღამოს დასასრულს კი სცენაზე ბავშვთა გუნდი წარდგა, რომელმაც QUEMMEKH-ის მელანქოლიური კომპოზიცია „შენ“ აკაპელა შეასრულა. ამ შთამბეჭდავმა პერფორმანსმა მრავალფეროვანი სანახაობებით სავსე შოუს განსაკუთრებული ემოციური მუხტი შესძინა.

შოუს მუსიკალურ საფუძველს QUEMMEKH ქმნიდა, მისი კრეატიული დირექტორი და რეჟისორი გურამ მაცხონაშვილია. აღმასრულებელი პროდიუსერები მაშო გელაშვილი და სანდრო ქერაული, ქორეოგრაფი – ნათია ბუნტური, კოსტიუმების დიზაინერი კი KEBURIA.

UNBURNED სხვადასხვა მედიუმში მომუშავე 20-ზე მეტ არტისტს აერთიანებს. QUEMMEKH-თან ერთად სცენაზე წარდგნენ: ნინო კასრაძე, მაკა ჩიჩუა, ნათია ბუნტური, რუსუდან აბაშიძე, ნანკა კალატოზიშვილი, ხოსილიტა, ლუკრეციუს სიჭინავა, ალექსანდრე გადელია, გიორგი ჩიჩუა, ნინი გოგია, მარიანა ფარჯიანი, გიგი მღებრიშვილი, ლუკა მაჩაიძე და სხვები.

„დაბრუნება იყო შესანიშნავი. ამასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, ბევრი ახალი სახელოვნებო ცეცხლის კერა გავაჩინეთ ქალაქში, რომელიც, ვნახოთ, რაში გადაიზრდება.

UNBURNED  - QUEMMEKH
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
UNBURNED – QUEMMEKH
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

კარგი სტარტია. სიმართლე ვთქვა, ზუსტად ისაა, რასაც ველოდი და რასაც აპირებდა ქვემეხი – ახალი სახელოვნებო სტანდარტი ალტერნატიული სცენისთვის.“ – სანდრო ქერაული – QUEMMEKH.

მასშტაბური სახელოვნებო ლაივ-შოუს მთავარი ხიბლი სწორედ მისი ჰიბრიდული ხასიათი იყო, სადაც მუსიკა მხოლოდ მოსმენის, თეატრი სანახაობის, ხოლო პერფორმანსი ცალკე ეპიზოდის ჩარჩოს სცდება.

UNBURNED - QUEMMEKH ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
UNBURNED – QUEMMEKH
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ეს იყო მრავალშრიანი, სინესთეზიური შოუ და თანამედროვე ქართული ხელოვნების ახალი განაცხადი – ფორმატი, რომელიც კონცერტსა და სპექტაკლს შორის ზღვარს შეგნებულად შლის და აუდიტორიას მის ერთიან აღქმას სთავაზობს.

UNBURNED  - QUEMMEKH
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე
UNBURNED – QUEMMEKH
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

UNBURNED-ის დასრულების შემდეგ QUEMMEKH-მა სოციალურ ქსელში მადლობის ტექსტი გამოაქვეყნა. პოსტში ჯგუფი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს აუდიტორიის ენერგიას, იმ ადამიანებს, რომლებმაც UNBURNED-ის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა და თავად შოუს მთავარ იდეას – შექმნა ის, რაც ადამიანებს საკუთარი შეგრძნებების და სურვილების დამკვირვებლად აქცევს.

„მოდით, დავიწყოთ მადლობით. მადლობა! ორი დღე ზედიზედ. ორი ფულჰაუსი. ათასობით ადამიანი ერთ სივრცეში და რეაქტიული ენერგია! მადლობა ყველას, ვინც მოვიდა. მადლობა ყველას, ვინც ვერ მოვიდა. მადლობა ყველა არტისტს, მუსიკოსს, მსახიობს, ტექნიკოსს, რეჟისორს, მეგობარს, ნაცნობს და უცნობს. მადლობა ბავშვებს, რომ ასე გულით იმღერეს და მადლობა ყველას, ვინც ასე გულით ცეკვავდა სცენაზე თუ სცენის გარეთ, ჩვენთან ერთად. ვინც ამ ორი დღის შექმნაში თავისი პატარა ან დიდი წვლილი შეიტანა და საკუთარი ენერგია შთაბერა. UNBURNED არის იმის მტკიცებულება, რომ როცა რაღაცის შექმნა მართლა გინდა, გამოდის. თუ ამ ორ დღეში რაღაც იგრძენით, რაღაც დაინახეთ, რაღაც მოგინდათ, რაღაც გაგახსენდათ, ესე იგი, კვლავ გამოგვივიდა. ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო.  xoxo🔥🌷“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პროდიუსერი ტოდ რანდგრენი ტეილორ სვიფტს აკრიტიკებს: „მედიდურობის აპოთეოზი”

შემდეგი სტატია

კიანუ რივზს პიტერ ჰუკის კონცერტზე Love Will Tear Us Apart მიუძღვნეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰარი სტაილსი - მანჩესტერი, ინგლისი - 28 თებერვალი: BRIT Awards 2026 ფოტო Gareth Cattermole/Getty Images | (მხოლოდ სარედაქციო გამოყენება)

ჰარი სტაილსმა ლიამ პეინს გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა მიუძღვნა

სტაილსმა თავისი ყოფილი კოლეგის, One Direction-ის წევრის, ლიამ პეინის გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე პირველად წარადგინა აქამდე გამოუქვეყნებელი სამახსოვრო სიმღერა What Is Enough.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მან თავისი ახალი სიმღერა – Expectations კენდრიკ ლამარის ჰიტის შთაგონებით დაწერა

Expectations-ის რემიქსი 16 ოქტომბერს მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოვიდა. სიმღერა როდრიგოსა და ჩაპელ როუნის კოლაბორაციაა.
მეტი

„გრეის ანატომიის“ ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ შეიტყო დოლი პარტონის გარდაცვალების შესახებ იმ ეპიზოდის გადაღებისას, რომელიც სწორედ მას ეძღვნებოდა

„ცხადია, ეს წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა სიუჟეტის მეშვეობით შევძელით, მისთვის პატივი მიგვეგო“, – თქვა მეგ მარინისმა.
მეტი

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი
Madonna 026 წლის 4 ივნისი, ნიუ იორკი. Santiago Felipe/GC Images

ნახეთ, როგორ მოირგო Madonna-მ Nicole Kidman-ის იმიჯი Adela-ს ვირუსული ჰიტის ფონზე ახალ TikTok ვიდეოში

სლოვაკი ვარსკვლავის პოპულარულმა სიმღერამ - Nicole Kidman უკვე მიიპყრო მისი ჰოლივუდელი სეხნიის ყურადღება, ახლა კი ამ სახალისო ტენდენციას კიდევ ერთი ლეგენდარული არტისტი შეუერთდა.
მეტი

RAWAYANA – ვენესუელური ჯგუფი, რომელიც 5 წლის წინ დაშლას აპირებდა, დღეს მსოფლიოს უდიდეს სტადიონებზე შოუებს მართავს

ბენდის მიმდინარე ტურნე მათი 2026 წლის ალბომის – ¿Dónde Es El After?-ის მხარდასაჭერად იმართება, რომელიც 2026 წლის Latin Grammy-ზე წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაზეა წარდგენილი.
მეტი