ხუთი საცეკვაო სიმღერა, რომელიც ამ კვირაში უნდა მოისმინოთ

LP Giobbi, ჯაი ვოლფი,Yunè Pinku და სხვები ნახეთ ბილბორდის სია
კადრი LP Giobbi-ის სიმღერიდან If Love Is A Skill
კადრი LP Giobbi-ის სიმღერიდან If Love Is A Skill

ყოველ კვირა Billboard Dance  უახლეს სიმღერებს გაწვდით, რომელიც განტვირთვისთვის და დასვენებისთვის გამოგადგებათ. ნახეთ ხუთი ახალი სიმღერა, რომელიც კარგ განწყობას და რიტმს მთელი კვირის განმავლობაში შეგინარჩუნებთ.

LP Giobbi სიმღერით If Love Is a Skill

ლეიბლი – Counter Records

LP Giobbi-ის უახლესი სინგლი If Love Is a Skill, სადებიუტო ალბომიდან Light Places. რომანტიკული განწყობის და საცეკვაო რიტმების ნაზავია, რომელიც კლუბური მუსიკის ხასიათს ატარებს. 

Yunè Pinku – სიმღერა Sports

ლეიბლი – Platoon

19 წლის ლონდონში მცხოვრები მომღერალი და სიმღერების ავტორი იუნე პინკუ.

მუსიკოსის ახალი სინგლი Sports IDM-ს და ინდი-პოპის მხიარული ჟღერადობით და ენერგიით გამოირჩევა. პინკუს მომავალი  EP სახელწოდებით BABYLON IX 28 აპრილს გამოვა სადაც სიმღერა Sports შეგხვდებათ. მომღერლის  კონცერტები  კი ლოს ანჯელესში ივნისში გაიმართება. 

J. Worra & Shift K3Y სიმღერა – All The Girls

ლეიბლი: Ultra Records

დენვერში მცხოვრები არტისტი  J. Worra – აქტიურად თანამშრომლობს  Shift K3Y-თან.

ხმაურიანი და ენერგიული საცეკვაო ბითები  სხეულის მოძრაობას გაიძულებს და მთელი მუსიკის განმავლობაში გაჩერება შეუძლებელია.

RÜFÜS DU SOL სიმღერა Something In The Way

Rose Avenue Records-ის ლეიბლი

ავსტრიული ტრიო Nirvana-ს სიმღერის Something In The Way ქავერ ვერსიას გვთავაზობს 

ჯაი ვოლფი – სიმღერა Want It All

ლეიბლი: Mom + Pop

ჯაი ვულფი სამი წლის შემდეგ ახალი სინგლით ბრუნდება. წელს მუსიკოსი Coachella-ს ფესტივალზეც წარდგება. „მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონულ მუსიკას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, ძალიან მინდოდა ახალი მუსიკის ტექსტებზე ფოკუსირება. ჩემი გრძნობების ქაღალდზე გადმოცემა და შემდგომ მისი მუსიკაში გადატანა.“ – წერს არტისტი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლენი კრავიცმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ტეილორ სვიფტი მის გარდერობს ესტუმრა

შემდეგი სტატია

KISS-ის შესახებ Netflix-ზე ბიოგრაფიული ფილმი გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი