გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსის ერთადერთი ფინალისტია, რომელსაც დარბაზი ფეხზე წამოუდგა და სცენაზე ორჯერ გამოიხმო.

ქართველ პიანისტს ახლა მაყურებლის მხარდაჭერა სჭირდება.
გიორგი გიგაშვილი

გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსის ერთადერთი ფინალისტია, რომელსაც დარბაზი ფეხზე წამოუდგა. მისი შესრულების შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში აუდიტორიაში ოვაციები არ წყდებოდა. აპლოდისმენტები და შეძახილები გიგაშვილის კულისებში შესვლის შემდეგაც გაგრძელდა და მაყურებელმა პიანისტი სცენაზე ორჯერ გამოიხმო. როგორც ამბობენ, ქართველი პიანისტის გამოსვლისას აუდიტორიამ იგრძნო, რომ ვარსკვლავის დაბადებას ესწრებოდა. გიგაშვილმა ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად სერგეი პროკოფიევის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის №3 შეასრულა. 

რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური მოვლენაა. რიგით მე-17 კონკურსის ფინალურ ექვსეულში 17 ქვეყნის 32 მონაწილიდან, ჟიურის გადაწყვეტილებით, ქართველი პიანისტიც მოხვდა. 

კონკურსის საფინალო სესიები დღეს სრულდება, რის შემდეგაც ჟიური გამარჯვებულს დაასახელებს. თუმცა ჟიურის გარდა, თავის რჩეულს მაყურებელიც გამოავლენს. ამისთვის კი ონლაინ ხმის მიცემა მიმდინარეობს.

იმისთვის, რომ ხმა მისცეთ გიორგი გიგაშვილს, უნდა შეხვიდეთ ლინკზე http://bit.ly/3LYaM8u და დააკოპიროთ თქვენთვის მოცემული კოდი. შემდეგ დააკლიკეთ ზევით გამოსახულ კონკურსის ლოგოზე, ჩაწერეთ დაკოპირებული კოდი და მონაწილეთა ჩამონათვალში აირჩიეთ გიორგი გიგაშვილი.

ხმის მიცემა კონცერტის მსვლელობისას იქნება შესაძლებელი, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

კონკურსის დაჯილდოების ცერემონია ხვალ, 31 მარტს გაიმართება. გამარჯვებული ისრაელის კამერატასთან ერთად დაუკრავს. 

ნახეთ გიორგი გიგაშვილის საფინალო შესრულება

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

KISS-ის შესახებ Netflix-ზე ბიოგრაფიული ფილმი გამოვა

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებულთა შორისაა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი