რუსეთმა Pussy Riot-ის ნადია ტოლოკონიკოვა განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა სიაში შეიყვანა

ტოლოკონიკოვას სისხლის სამართლებრივი ბრალდება ემუქრება, თუმცა ბრალდების შინაარსი დაკონკრეტებული არ არის.
ფოტო: ჯეიმი მაკართი/ WSJ. Magazine

რუსეთის ხელისუფლებამ პანკ ჯგუფ Pussy Riot-ის წევრი ძებნილთა სიაში შეიყვანა. ოფიციალურმა კრემლმა არტისტი ნადია ტოლოკონიკოვა განსაკუთრებით საშიშ კრიმინალურ ქმედებებში ეჭვმიტანილთა სიაში აღრიცხა. 

ნადია ტოლოკონიკოვას სიაში დამატების ფაქტი დამოუკიდებელმა რუსულმა ოპოზიციურმა მედია პლატფორმამ Mediazona-მ მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც არტისტის სახელი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში იპოვა. ტოლოკონიკოვას ბრალს წაუყენებენ, თუმცა ჯერჯერობით ბრალდების შინაარსი უცნობია. 

ტოლოკონიკოვამ პოპულარობა მაშინ მოიპოვა, როდესაც 2012 წელს მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში Pussy Riot-ის მიერ გამართულ საპროტესტო წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღო. ამის შემდეგ, მან ციხეში დაახლოებით ორი წელიწადი გაატარა.

2023 წლის მარტის დასაწყისში, რუსეთის ერთ-ერთმა  ყველაზე ცნობილმა ადამიანის უფლებათა დამცველმა იურისტმა პაველ ჩიკოვმა განაცხადა, რომ ტოლოკონიკოვას წინააღმდეგ კრიმინალური საქმე აღიძრა, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ეხება. აღნიშნული კვალიფიკაციით შეფასებული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად რუსეთში 2012 წლის შემდეგ, სწორედ Pussy Riot-ის საპროტესტო აქტის შემდეგ იქცა.

ტოლოკონიკოვამ რუსეთი 2021 წელს დატოვა. მთავრობამ არტისტი „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა. ქვეყნის ხელისუფლება ამ სტატუსით დამოუკიდებელ მედია პლატფორმებს და ოპოზიციურ აქტივისტებს მოიხსენიებს.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ Pussy Riot „ვუდი გათრის დაჯილდოებაზე“ წელს სპეციალურ ჯილდოს მიიღებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tyler, The Creator ახალი ალბომით დაბრუნდა

შემდეგი სტატია

ჯორჯ მაიკლის სიმღერის – Careless Whisper მუსიკალურ ვიდეოს Youtube-ზე მილიარდი ნახვა აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი