Tyler, The Creator ახალი ალბომით დაბრუნდა

Call Me If You Get Lost: The Estate Sale 2021 წელს გამოშვებული ალბომის ახალი ვერსიაა.
Tyler, the Creator
Rich Fury/GI

მას შემდეგ, რაც Tyler, The Creator-მა ორი ვიდეო გადაიღო სიმღერებისთვის DOGTOOTH და SORRY NOT SORRY,  მუსიკოსმა ფანებს ახალი ალბომი Call Me If You Get Lost: The Estate Sale წარუდგინა.

ბილბორდის 200 ალბომის ჩარტის ლიდერ რეპერს 2021 წელს სენსაციური დებიუტი ჰქონდა. DJ Drama-სთან თანამშრომლობით მან Tyler Bauderlade-ის სახელით ალბომი Call Me If You Get Lost გამოუშვა, რომელიც ბილბორდის 2021 წლის 50 საუკეთესო ალბომის მეორე ადგილზე მოხვდა. 

ალბომმა მუსიკოსს საუკეთესო რეპ-ალბომის ნომინაციაში გრემი მოუტანა. 

ახლა კი რეპერმა Call Me If You Get Lost-ის ახალი ვერსია – Call Me If You Get Lost: The Estate Sale გამოუშვა.

Tyler, The Creator ასევე Hulu-ს ახალ დოკუმენტურ სერიალში Rapcaviar Presents მონაწილეობს. ერთ-ერთ ეპიზოდში კი საუბრობს, თუ რატომ მოსწონს რეპერობა: „ჩვენ გამოგვდის სიტყვებით თამაში. ჩვენ გვესმის რაღაც ხმები და ვამბობთ: ვიცი, ამისგან რაც გამოვა. ამას უნარები სჭირდება.”

მოუსმინეთ ალბომს Call Me If You Get Lost: The Estate Sale

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საფორტეპიანო კონკურსის მაყურებლის რჩეული გახდა! ქართველ პიანისტს გადაეცა ახალგაზრდა ჟიურის პრიზიც! 

შემდეგი სტატია

რუსეთმა Pussy Riot-ის ნადია ტოლოკონიკოვა განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა სიაში შეიყვანა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი