ჯორჯ მაიკლის სიმღერის – Careless Whisper მუსიკალურ ვიდეოს Youtube-ზე მილიარდი ნახვა აქვს

ვიდეო YouTube-ის ოფიციალურ არხზე 2009 წელს აიტვირთა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

კლიპს, რომელიც გადაღებულია ჯორჯ მაიკლის 1984 წლის ჰიტზე – Careless Whisper, ვიდეოების გაზიარების პლატფორმა Youtube-ზე მილიარდი ნახვა აქვს. 

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო YouTube-ის ოფიციალურ არხზე 2009 წელს აიტვირთა, დღემდე პოპულარობით სარგებლობს და ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ასი ათასობით ნახვა ემატებოდა. კლიპში თავად ჯორჯ მაიკლი მონაწილეობს. 

ბალადა ჯორჯ მაიკლის სოლო კარიერის ერთგვარ დასაწყისად მიიჩნევა. მუსიკოსის შემოქმედებით კარიერაში Careless Whisper დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული ნამუშევრის სტატუსს ატარებს. 

ორი „გრემის“ მფლობელი ჯორჯ მაიკლი 2016 წელს გარდაიცვალა. 2017 წელს მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი – Freedom გამოვიდა, რომელიც თავად მუსიკოსის ჩართულობით შეიქმნა. დოკუმენტური ნამუშევარი მაყურებელს ჯორჯ მაიკლის ხანგრძლივ მუსიკალურ კარიერაზე უყვება. ფილმში მომღერალი საკუთარ შემოქმედებაზე საუბრისას იმედს გამოთქვამს, რომ „ხალხს ის დაამახსოვრდებოდა, როგორც გლამურული პოპ სცენის ერთ-ერთი ბოლო ვარსკვლავი“. 

Ნახეთ ჯორჯ მაიკლის მუსიკალური ვიდეო, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე – Careless Whisper:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რუსეთმა Pussy Riot-ის ნადია ტოლოკონიკოვა განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა სიაში შეიყვანა

შემდეგი სტატია

კეტი პერი ორლანდო ბლუმს დაჰპირდა, რომ 3 თვის განმავლობაში ფხიზელი იქნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი