ქართულმა ინდი ჯგუფმა – 4D MONSTER LOBSTERS ახალი სიმღერა სახელწოდებით OLGA და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გაავრცელა. ამ დროისათვის OLGA ჯგუფის ბოლო მუსიკალური ნამუშევარია და ბენდმა ის წინა ტრეკის გამოქვეყნებიდან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ წარადგინა.
„ბოლომდე ვეცადეთ, რომ კლიპიც და ტრეკიც არაპრეტენზიული ყოფილიყო. OLGA ალეგორიულად, მაგრამ კონკრეტულად ეხება იმ გაუგებარ პრობლემებს, რაც დღეს ჩვენ გარშემო ხდება. ტრეკის კეთებისას იმ კომფორტის ზონიდან გამოვედით, რომელიც ჩვენ მუსიკაში აქამდე გვქონდა. გვინდოდა ჟღერადობით ყველა წინა ტრეკისგან განსხვავებული ყოფილიყო. შემოდგომამდე ახალი ჟღერადობის კიდე რამდენიმე ნამუშევარს დავდებთ. კლიპი ისეთი რომ გამოსულიყო, როგორიც გამოვიდა, ძალიან დაგვეხმარა მარიამ ჩალიგავა, ნიკა სარალაშვილი და გიორგი გოცირიძე. ვფიქრობთ, რომ კლიპში მონაწილე სამსახიობო გუნდშიც იდეალური ხალხი შევარჩიეთ“ – ამბობს „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას 4D MONSTER LOBSTERS-ის წევრი ბექა თევდორაშვილი.
4D MONSTER LOBSTERS წელს მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air-ის ჰედლაინერებს შორის არის. ბენდი 25 ივნისს, ფესტივალის მთავარ სცენაზე დაუკრავს. ამავე საფესტივალო დღეს აუდიტორიის წინაშე წარდგებიან გლობალური მუსიკალური სცენის ისეთი ცნობილი სახელები, როგორებიც არიან MODERAT და IMANY.
ნახეთ 4D MONSTER LOBSTERS-ის ახალი კლიპი: