ჰარი სტაილსმა ფილმში The Little Mermaid პრინცის როლის შესრულებაზე უარი თქვა

ახლახან ფილმის რეჟისორმა, რობ მარშალმა პროექტის შესახებ ისაუბრა და განმარტა მიზეზი, თუ რატომ არ შეასრულა ჰარი სტაილსმა პრინცი ერიკის როლი.

მალე  მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე ფილმი, სახელწოდებით The Little Mermaid გამოვა. ახლახან ფილმის რეჟისორმა, რობ მარშალმა პროექტის შესახებ ისაუბრა და განმარტა მიზეზი, თუ რატომ არ შეასრულა ჰარი სტაილსმა პრინცი ერიკის როლი. 

„ჩვენ მასთან შეხვედრა გვქონდა. ის ძალიან საყვარელია, არაჩვეულებრივი ადამიანია. თუმცა საბოლოოდ მიხვდა, რომ ამ პროექტში მონაწილეობა არ უნდოდა და ისეთ ფილმებში თამაში სურდა, რომლებშიც საბოლოოდ ვიხილეთ.“ – აღნიშნა რობ მარშალმა.

Როდესაც ჰარი სტაილსის როლებსა და ფილმებზე საუბრობდა, რობ მარშალმა Don’t Worry Darling  და My Policeman იგულისხმა. ორივე მათგანის პრემიერა 2022 წელს შედგა. Don’t Worry Darling ოლივია უაილდის სარეჟისორო ნამუშევარია, რომელშიც სტაილსს პარტნიორობას ფლორენს პიუ უწევს. My Policeman კი ქვიარ დრამაა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ემა კორინი ასრულებს. 

რობ მარშალმა ასევე აღნიშნა, რომ ჰარი სტაილსის მიერ მიუზიკლში მონაწილეობაზე უარის თქმა შესაძლოა მიზანმიმართული სტრატეგიის ნაწილი ყოფილიყო. რეჟისორის თქმით, შესაძლოა ჰარის არ სურდა, რომ სამსახიობო კარიერის შექმნისას, მას კვლავ მომღერლის სტატუსით ხედავდნენ. „მას სურდა ისეთ კინოპროექტში ჩართულიყო, რომელიც მუსიკალური ჟანრისაგან თავისუფალია, რათა თავისი თავი სრულად გამოეხატა. მასთან თანამშრომლობა ნამდვილად კარგი იქნებოდა, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერი გარკვეული მიზეზით ხდება. მიხარია, რომ ფილმში ასეთი ახალი სახეები მონაწილეობენ “- განმარტა რეჟისორმა. 

ფილმში The Little Mermaid პრინცი ერიკის როლს ბრიტანელი მსახიობი ჯონა ჰაუერ-კინგი ასრულებს, არიელს კი ჰალი ბეილი განასახიერებს. ურსულას როლში მაყურებელი მელისა მაკარტის იხილავს. სებასტიანის როლს დევიდ დიგსი, ხოლო ფლაუნდერის როლს ჯეიკობ ტრემბლი ასრულებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

GLAAD Media Awards-ზე სიტყვით გამოსვლისას, კრისტინა აგილერამ დისკრიმინაციისაგან თავისუფალ სამყაროში ცხოვრების სურვილზე ისაუბრა

შემდეგი სტატია

მადონა სეიმურ სტეინის გარდაცვალებას ეხმაურება: „მან ჩემი სამყარო შეცვალა”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი
The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი