Lady Heroine-მა ახალი ალბომი Post Punk წარადგინა

უახლოეს მომავალში Lady Heroine მუსიკალურ ვიდეოსაც წარადგენს, რომელიც გადაღებულია Post Punk-ის ერთ-ერთ კომპოზიციაზე, სახელწოდებით Personal Sky.
კოტე კალანდაძე.


Lady Heroine-მა ახალი ალბომი, სახელწოდებით Post Punk გამოუშვა. ალბომი ბენდის მიერ სხვადასხვა პერიოდში დაწერილ ათ სიმღერას აერთიანებს. Post Punk-ში შესულ ერთ-ერთ სიმღერას, სახელწოდებით Far Away, ჯგუფი გოგი ძოძუაშვილთან ერთად ასრულებს. ალბომში Post Punk კიდევ ერთი მუსიკალური  თანამშრომლობაა – სიმღერაში Into Ash გიტარაზე გიორგი ქიტიძე უკრავს. 

„Post Punk-ში დაახლოებით 2010 წლიდან დღემდე დაწერილი სიმღერებია შესული. ალბომის გამოშვების იდეა პანდემიის დროს გაჩნდა. ეს ის ტრეკებია, რომლებიც აქამდე არ გამოგვიცია, რადგან  წინა ალბომების კონცეფციაში და სტილში არ ჯდებოდა. დროსთან ერთად, ეს სიმღერები გროვდებოდა და საბოლოოდ, ალბომის სახით Post Punk-მა გააერთიანა.“ – აღნიშნავს  Lady Heroine-ის ფრონტმენი, კოტე კალანდაძე „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას.

ალბომი Lenø Records-ის ლეიბლზე გამოიცა. Მასტერინგზე და საბოლოო მუსიკალურ შეფუთვაზე Lenø Records-ის დამფუძნებელმა, გიორგი გვარჯალაძემ იმუშავა. 

რაც შეეხება Post Punk-ის ე.წ. არტვორქს, ალბომის ყდაზე კოტე კალანდაძის მამის გადაღებული საარქივო ფოტოა გამოყენებული. 

„ფოტო ძველი ნეგატივების დასკანერებისას აღმოვაჩინე. კადრი დაახლოებით 70-იან წლებშია გადაღებული და მასზე, თუ არ ვცდები, ლონდონია აღბეჭდილი.“  – კოტე კალანდაძე. 

უახლოეს მომავალში, Lady Heroine მუსიკალურ ვიდეოსაც წარადგენს, რომელიც გადაღებულია Post Punk-ის ერთ-ერთ კომპოზიციაზე Personal Sky. 

„2000-იან წლებში იყო ასეთი გადაცემა „ჯეო-პოპი“, სერგი გვარჯალაძეს მიჰყავდა. ამ პერიოდში სხვა ჯგუფი, სახელწოდებით S.P.I.D. მყავდა. გადაცემაში სტუმრობისას სწორედ ეს სიმღერა – Personal Sky დავუკარით. მუსიკალურ ვიდეოში, რომელსაც ახლა გამოვუშვებთ, სწორედ ამ შესრულების საარქივო კადრებია გამოყენებული.“ – კოტე კალანდაძე. 

Lady Heroine-ის ჟანრობრივი მიმართულება ალტერნატიული როკია. ბენდმა პირველი ალბომი სახელწოდებით Elite 2011 წელს გამოსცა. ჯგუფის შემადგენლობაში არიან კოტე კალანდაძე – ვოკალი, გიტარა, ტექსტი, მუსიკა; გიორგი კორძახია – ბასი, კლავიში; დიმიტრი ოგანესიანი – დასარტყამი ინსტრუმენტი. 

მოუსმინეთ Lady Heroine-ის ახალ ალბომს  –  Post Punk:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბილი აილიში აღდგომის დღეებს მეგობარ ბიჭთან ერთად ატარებს

შემდეგი სტატია

Bedford Falls ევროპულ საკონცერტო ტურს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი