ნუცა ბუზალაძეს American Idol-ში მაყურებლის მხარდაჭერა სჭირდება. 

ქართველი მომღერალი ჟიურისა და მაყურებლის წინაშე 17 აპრილს წარდგება.

American Idol-ში ხმის მიცემის ეტაპი იწყება. ჟიურის მიერ არჩეული ტოპ 26 მონაწილის ბედს, რომელთა შორისაც ნუცა ბუზალაძეც მოხვდა, ახლა უკვე მაყურებელი გადაწყვეტს. ხმის მიცემა 16 აპრილიდან დაიწყება და შესაძლებელი იქნება მხოლოდ შოუს მსვლელობის დროს.  26 მონაწილე ორ ნაწილად – 16 და 17 აპრილს იმღერებს. თითოეული კონცერტის დასრულებისას მაყურებელი გამოავლენს, თუ ვინ გადავა მოცემული დღის გამომსვლელთაგან შემდეგ ტურში. ნუცა ბუზალაძე ჟიურისა და მაყურებლის წინაშე 17 აპრილს წარდგება. სწორედ ამ დროს შეძლებთ მისთვის ხმის მიცემას. ხმის მიცემა კი შესაძლებელია მხოლოდ ამერიკის ტერიტორიიდან.

შოუ ლოს ანჯელესის დროით 17:00 საათზე, ნიუ-იორკის დროით 20:00 საათზე, ხოლო თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება. თუმცა საქართველოდან ხმის მიცემა შესაძლებელი არ არის. ამერიკის ტერიტორიაზე მყოფ გულშემატკივარს კი ხმის მისაცემად სამი გზა აქვს: 1. ბმულზე https://idolvote.abc.com, სადაც უნდა დარეგისტრირდეთ და ხმა მისცეთ თქვენს რჩეულს. 2. American Idol-ის აპლიკაციაში, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და ხმა მისცეთ თქვენს რჩეულს. 3. თქვენი რჩეულის კონკრეტული SMS ნომრით, რომლის გაგზავნასაც მობილური ტელეფონით შეძლებთ (მონაწილეთა SMS ნომრები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის). ერთ კვირაში ერთ ადამიანს თითოეული გზით 10-ჯერ შეუძლია ხმის მიცემა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ 10-ჯერ მისცეთ ხმა ABC-ის ვებგვერდის ბმულზე, ასევე 10-ჯერ მისცეთ ხმა აპლიკაციაში და 10 SMS გაგზავნოთ თქვენი რჩეულის ნომერზე. ჯამში ერთ ადამიანს კვირაში 30 ხმის მიცემა შეუძლია – მხოლოდ კონცერტების მსვლელობის დროს. 

ხმის მიცემა არ არის შესაძლებელი საქართველოდან. ხმის მისაცემად აუცილებელია იმყოფებოდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, პუერტო-რიკოსა ან აშშ-ის ვირჯინის კუნძულებზე და იყოთ მინიმუმ 16 წლის. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მილი ბობი ბრაუნმა ნიშნობის შესახებ პოსტს ტეილორ სვიფტის სიმღერის ტექსტი დაურთო

შემდეგი სტატია

The National - ფოტო: Josh Goleman

The National-ის და ფიბი ბრიჯერსის ახალი ვიდეო კლიპი – Your Mind Is Not Your Friend

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი